Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

კლივლენდი - ინდიანა 98 – 95

საკალათბურთო ასოციაციაში დღევანდელი საფლეიოფო ტური კლივლენდში გაიხსნა, სადაც ლებრონ ჯეიმსის “კავალიერსმა“ „ინდიანას“ სძლია.

მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა,. შეხვედრის დასრულებამდე 3 წამი იყო დარჩენილი, როდესაც ლებრონმა ბურთი მიიღო და სირენასთან ერთად გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო.

„მეფემ“ პარკეტზე 41 წუთი გაატარა, რა დროშიც თავი 44 ქულას, 10 მოხსნას და 8 გადაცემას მოუყარა. კაილ კორვერმა გუნდს 19 ქულა შესძინა. ხოლო კევინ ლავმა შეხვედრა 11 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ „კლივლენდის“ სხვა არცერთ კლათბურთელს 10 ქულიანი ნიშნული არ გადაულახავს.

„ინდიანას“ მხრიდან 22 ქულით დომანტას საბონისი გამოირჩა. თადეუს იანგმა გუნდს 16 ქულა შესძინა. ვიქტორ ოლადიპომ ფლეი-ოფის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა. 25 წლის უკანახაზელმა 15-დან მხოლოდ 2 სროლა გამოიყენა და მატჩი 12 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.

სერიაში ანგარიში 3-2-ია და შემდეგი შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.

ტორონტო - ვაშინგტონი 108 – 98

ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ „ტორონტომ“ საკუთარ მოედანზე გაიმარჯვა და სერიაში 3-2 დაწინაურდა.

კანადელებმა გადამწყვეტი უპირატესობა მეოთხე მეოთხედში მოიპოვეს და აღნიშნული მონაკვეთი 9 ქულიანი სხვაობით 29-20 მოიგეს.

„რაპტორსს“ 32 ქულით დემარ დეროუზანმა ულიდერა. კაილ ლოურიმ შეხვედრა 17 ქულითა და 10 გადაცემით დაასრულა. იონას ვალანჩუნასმა აქტივში 14 ქულა ჩაიწერა, ხოლო დელონ რაითმა სათადარიგო სკამიდან გუნდს 18 ქულა შესძინა.

„ვაშინგტონის“ მხრიდან 26 ქულით ჯონ ვოლი გამოირჩა. ბრედლი ბილმა გუნდს 20 ქულა შესძინა, სათადარიგო სკამიდან შემოსულმა კელი უბრემ შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

სერიაში ანგარიში 3-2-ია და შემდეგი შეხვედრა 28 აპრილს გაიმართება.

 

ჰიუსტონი - მინესოტა 122 – 104

„ჰიუსტონ როქეთსმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და მეორე რაუნდის საგზური გაინაღდა.

ტეხასელებმა წაგებული პირველი ნახევრის შემდეგ, მესამე მეოთხედი 15 ქულიანი სხვაობით მოიგეს და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნეს.

10 ქულიან ნიშნულს „ჰიუსტონის“ ერთბაშად 6 მოთამაშე გადაცდა. კლინტ კაპელა ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და შეხვედრა 26 ქულითა და 15 მოხსნით დაასრულა. ჯეიმს ჰარდენმა აქტივში 24 ქულა და 12 გადაცემა ჩაიწერა. სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ერიკ გორდონმა კი შეხვედრა 19 ქულით დაასრულა.

„მინესოტას“ 23 ქულითა და 14 მოხსნით  კარლ ენტონი თაუნსმა ულიდერა. სათადარიგო სკამიდან 20 ქულა გუნდს ჯამალ კროუფორდმა შესძინა. ჯეფ ტიგმა კი მატჩი 17 ქულით დაასრულა.

ტეხასელები მეორე რაუნში თამაშის უფლება მოიპოვეს და ფლეი-ოფის შემდეგ ეტაპზე „ოკლაჰომა“ – „იუტას“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ოკლაჰომა - იუტა 107 - 99

საფლეიოფო ტურის დასკვნითი მატჩი ოკლაჰომაში გაიმართა, სადაც „თანდერი“ „იუტას“ დაუპირისპირდა. შეხვედრა უდავოდ ფლეი-ოფის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოდგა და მიუხედავად მესამე მეოთხედში 25 ქულიანი ჩამორჩენისა „ოკლაჰომას“ გამარჯვებით დასრულდა.

„თანდერს“ 45 ქულითა, 15 მოხსნითა და 5 გადაცემით რასელ ვესტბრუკმა ულიდერა. პოლ ჯორჯმა გუნდს 34 ქულა შესძინა. აღსანიშნავია, რომ „ოკლაჰომას“ სხვა არცერთ კალათბურთელს 8 ქულიანი ნიშნულიც არ გადაულახავს.

„იუტა“ მხრიდან 27 ქულით ჯაე კრაუდერი გამოირჩა. დონოვან მიჩელმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა. რუდი გობერმა კი შეხვედრა ორმაგი დუბლით დაასრულა - 11 ქულა, 10 მოხსნა.

სერიაში „ოკლაჰომა“ 3-2-ს აგებს და შემდეგ შეხვედრას სტუმრად იუტაში 28 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები