მეტრეველმა შიმკენტში გამართული წყვილთა ტურნირი მოიგო
Aa
Aa

მეტრეველმა შიმკენტში გამართული წყვილთა ტურნირი მოიგო

ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში დასრულებულ საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) წყვილთა გათამაშება დასრულდა და სასიხარულოა, რომ გამარჯვება ქართველ ალექსანდრე მეტრეველს და რუს ივან გახოვს ერგოთ.

ქართულ-რუსული წყვილი მე-2 ნომრად გახლდათ განთესილი, გადამწყვეტ მატჩში კი მათ პირველი რეიტინგის მქონე რუსი კალოველონისი და ბულგარელი ლაზოვი დაამარცხეს – 7:6 (7:4), 6:3.

საინტერესოა, რომ ერთეულთა შეჯიბრის ფინალში სწორედ მეტრეველი და გახოვი არიან გასულნი. მათი დაპირისპირება 10 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები