Aa
Aa

"მას დეპრესია ჰქონდა" - როგორ აათამაშა ჰაინკესმა ხამესი?

ხამეს როდრიგესს, მიუნხენში ჩამოსვლის პერიოდში, მსუბუქი ფორმის დეპრესია ჰქონდა." - აღნიშნული განცხადება „ბაიერნის“ თავკაცმა იუპ ჰაინკესმა გააკეთა.

მადრიდის "რეალმა", 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი აღმოჩენა, 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა. გულშემატკივრები კოლუმბიელი ფლეიმეიქერის გაბრწყინებას ელოდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც კლუბი ზინედინ ზიდანმა ჩაიბარა, როდრიგესმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი საბოლოოდ დაკარგა. ხამესმა ლა ლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა და საბოლოოდ მიუნხენის „ბაიერნმა“ ზაფხულში იჯარის წესით აიყვანა.

ჰაინკესს იმედი აქვს, რომ ხამესი დღეს გასამართ "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედფინალურ მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს.

მას მსუბუქი დეპრესია ჰქონდა. ყოველდღიურად ვესაუბრებოდი და ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც მან თვითრწმენა და თავდაჯერებულობა დაიბრუნა. ამჟამად თავისუფლად თამაშობს და ამით სიამოვნებას იღებს. ჩვენს გულშემატკივრებს ხამესი ძალიან უყვართ, რადგან იგი განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს. მას აქვს ხედვა, რომლითაც დღესდღეობით ძალიან ცოტა ფეხბურთელი თუ დაიკვეხნის."

 

„ბაიერნში“ გადასვლისას ხამესს, "რეალში" თავისი ყოფილი მწვრთნელი,  კარლო ანჩელოტი დახვდა. 26 წლის ფეხბურთელმა საწყის პერიოდში ადაპტაცია ვერ გაიარა და ხშირად თადარიგში ყოფნა უწევდა. ჰაინკესის მოსვლის შემდეგ კოლუმბიელი უფრო გაიხსნა და ამ ეტაპზე, 21 ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიშზე 6 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს.

„რეკორმაისტერმა“ ხამესი 2 წლიანი იჯარის წესით დაიმატა და შეთანხმება მომავალ ზაფხულს იწურება. გასულ თვეს ბაიერნის პრეზიდენმა კარლ-ჰაინც რუმინიგემ დაადასტურა, რომ ისინი ფეხბურთელის გამოსასყიდად მზად არიან და 45 მილიონი ევროს გადხდასაც აპირებენ.

ეს ერთ-ერთი საუკეთესო გარიგება იყო. მან ადაპტაცია უკვე გაიარა და გუნდში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ჩვენ ხამესის ასპარეზობით კმაყოფილნი ვართ. ჩვენ გვაქვს მისი გამოსყიდვის საშუალება და მას ზაფხულში აუცილებლად ავამუშავებთ.

სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავი დღეს "რეალის" წინააღმდეგ პირველად ითამაშებს და თავისი სიძლიერის დამტკიცებას ეცდება. შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში "ბაიერნსა" და "რეალში" ხამესის გარდა, ტონი კროოსს უთამაშია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები