ომერ აშიქი გუნდს 3 კვირით გამოაკლდა
Aa
Aa

ომერ აშიქი გუნდს 3 კვირით გამოაკლდა

"ნიუ ორლეან პელიკანსის" ცენტრი ომერ აშიქი გარკვეული ვადით გამოვიდა მწყობრიდან მარჯვენა ფეხის დაზიანების გამო, - წერს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. სავარაუდოდ, თურქი კალათბურთელი დაახლოებით სამი კვირა ვერ შეძლება თამაშს.

ასე რომ, აშიქმა, შესაძლოა, გამოტოვოს 2015-16 წლების სეზონის სტარტი. რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩს "ნიუ ორლეანი" 27 ოქტომბერს ჩაატარებს მოქმედი ჩემპიონის "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ ადრე "ნიუ ორლეანმა" ასევე ტრავმის გამო დაკარგა ფრანგი ცენტრი, ალექსის აჟინკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები