Aa
Aa

"გვაპატიე ანდრეს" - უპრეცედენტო შემთხვევა: France Football-მა ინიესტას მოუბოდიშა

როგორც მოგეხსენებათ, ანდრეს ინიესტა სეზონის ბოლოს „ბარსელონას“ ტოვებს და კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

ესპანელმა ფეხბურთელმა პრესტიჟული ფრანგული გამოცემა France Football-ისგან ბოდიში მიიღო, რაც უპრეცედენტო შემთხვევა გახლავთ.

როგორც ვიცით, ფრანგული გამოცემა ყოველწლიურად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ოქროს ბურთს გადასცემს და ეს ჯილდო ინიესტას არასდროს მოუგია.

ამის გამო France Football-მა ინიესტას ბოდიში მოუხადა. „გვაპატიე ანდრეს“ - ვკითხულობთ გაზეთის სტატიაში, რომელსაც რედაქტორი პასკალ ფერე აქვეყნებს და ინიესტას პატიებას სთხოვს, რადგან იგი ნომინანტთა შორის არასდროს ყოფილა. ფერემ ამ ფაქტს „დემოკრატიული ანომალია“ უწოდა.

„ეს სტატია გამოსაქვეყნებელი არ ყოფილა, თუმცა ჩვენ დიდი ხნის წინ შევთანხმდით, რომ ინიესტას ნომინანტთა შორის არ ყოფნა შეცდომა იყო.

ის (ინიესტა) არ ყოფილა უბრალოდ ფეხბურთელი, იგი დიდებული მოთამაშე გახლდათ.

მისი გუნდზე ორიენტირებული თამაში ინიესტას ოქროს ბურთის მოგების შანსებს უმცირებდა.

მან დაამტკიცა, რომ ტვინი არის ყველაზე მთავარი რამ, როდესაც საქმე ჩემპიონობასთან გვაქვს.

როცა ოქროს ბურთის გამარჯვებულებზე ვსაუბრობთ, ინიესტა არის უდიდესი დანაკლისი. ჩვენთვის ეს მტკივნეული თემაა.

იმედი გვაქვს, რომ შენ მსოფლიო ჩემპიონატზე ღვთაებრივი პერფორმანსი გექნება, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ „დემოკრატიული ანომალია“ აღვადგინოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები