Aa
Aa

თოკოს ორმაგი დუბლი! - "ბასკონიამ" ფლეი-ოფში პირველი გამარჯვება იზეიმა!

დღეს “ევროლიგის“ ფლეი-ოფის მეოთხედფინალური ეტაპის მესამე შეხვედრა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“ გამართა. ბასკებმა ესპანეთში „ფენერბაჰჩეს’ უმასპინძლეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„ბასკონია“ პირველივე ტაიმში დაწინაურდა და შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით გავიდა. თურქები შეხვედრაში მესამე პერიოდში დაბრუნდნენ და აღნიშნული მონაკვეთი 20-28 მოიგეს. „ბასკონიამ“ მობილიზაცია ბოლო პერიოდში მოახერხა და მეოთხედის სტარტზე თურქებს 17-2 გაექცა. საბოლოოდ ვიტორიელებმა 88-83 იმარჯვეს და სერიაში ჩამორჩენა ერთამდე შეამცირეს.

თოკომ მოედანზე 25:52 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა, ქართველმა მძიმე ფორვარდმა აქტივში 10 ქულა, 10 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე), 4 გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა. შენგელიამ 10-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. თოკომ ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

„ბასკონიას“ 21 ქულით როდრიგო ბობოამ ულიდერა. იოჰანეს ვოიტმანმა მატჩი 12 ქულით დაასრულა, ხოლო მარსელინიო ჰუერტასმა თავი 11 ქულას მოუყარა.

თურქების მხრიდან 17 ქულით იან ვესელი გამოირჩა, კოსტას სლუკასმა გუნდს 14 ქულა შესძინა, მარკო გუდურიჩმა კი შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

სერიაში ანგარიში 2-1-ია და შემდეგი შეხვედრა ესპანეთში 26 აპრილს გაიმართება.

 ასევე იხილეთ შენგელიას შესანიშნავი მომენტი 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები