მერებაშვილი ტურკუშია - ოპერაციას ცნობილი ექიმი ჩაუტარებს
Aa
Aa

მერებაშვილი ტურკუშია - ოპერაციას ცნობილი ექიმი ჩაუტარებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი ფინეთის ქალაქ ტურკუშია. მიმზიდველ კუნთზე მიღებული ტრავმის გამო პლოცკის ''ვისლას'' ქართველ შემტევს ოპერაციას ცნობილი ფინელი ექიმი საკარი ორავა 26 აპრილს hospitalneo-ში ჩაუტარებს.  როგორც ფეხბურთელმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, მოედანს ორ თვეში დაუბრუნდება და ივნისში დაგეგმილ სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს.

საკარი ორავა საკმაოდ ცნობილი ექიმია. წარსულში მან გაუკეთა ოპერაციას პეპ გუარდიოლას, დიდიე დეშამს, დევიდ ბექემს, ფაბიო კოენტრაოსა და კიდევ არაერთ ცნობილ ფეხბურთელს. ასევე სერბ ჩოგბურთელ იანკო ტიპსარევიჩს.

მიმდინარე სეზონი მერებაშვილისთვის 16 აპრილს კრაკოვის ''ვისლასთან'' შეხვედრაში დასრულდა. თბილისის ''დინამოს'' ყოფილი ფეხბურთელი ტრავმის გამო მატჩის მე-16 წუთზე შეცვალეს.

ტრავმის შემდეგ მერებაშვილმა facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა: ''ძალიან ბევრი თბილი და მხარდასაჭერი წერილი მივიღე ბოლო დღეებში, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. ჩემთვის თქვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ის ხალხი ხართ, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდით იყავით, ხართ და იქნებით მაშინაც კი როდესაც ყველაზე მეტად დამჭირდება მხარდაჭერა. ვეცდები ეს ბარიერიც გადავლახო თქვენთან ერთად და მალე დავბრუნდე უფრო ძლიერი.''

მიმდინარე სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა პოლონეთის ექსტრაკლასას 29 მატჩში 5 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა და 4 პენალტი გამოიმუშავა.

თბილისის ''დინამოს,'' სერბული ''ვოივოდინას,'' ბერძნული ოფი-ს, ''ვერიასა'' და ''ლევადიაკოსის'' ყოფილი ფეხბურთელი 2016 წლიდან პლოცკის ''ვისლას'' წევრია და პოლონური გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები