ქართველები სიმბოლურში - კანკავა ბრწყინვალე ფორმაშია
Aa
Aa

ქართველები სიმბოლურში - კანკავა ბრწყინვალე ფორმაშია

ყაზახური ''ტობოლის'' ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა sports.kz-ს ვერსიით მე-6 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ''აკჟაიკთან'' შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. აღნიშნული ვებგვერდი აღნიშნავს, რომ კანკავამ ნახევარდაცვის ცენტრში დიდი სამუშაო შეასრულა. გარდა ამისა კანკავამ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

საგოლე კომბინაცია კანკავას მონაწილეობით

32 წლის კანკავა ყაზახეთის პრემიერლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს. საწყისი ექვსი ტურის ყველა შეხვედრაში სასტარტოში მოხვდა და ყოველთვის შეუცვლელად ითამაშა.  sports.kz-ს ვერსიით კანკავა მესამედ მოხვდა ტურის სიმბოლურ გუნდში. მე-6 ტურის გარდა პირველ და მე-5 ტურებში გამოარჩიეს.

უზბეკეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-7 ტურში ''ქიზილქუმმა'' საკუთარ მინდორზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა ფერგანას ''ნეფთჩი.'' მატჩის ერთადერთი გოლი ''ქიზილქუმის'' ქართველმა მცველმა გიორგი კვესიეშვილმა გაიტანა. sports.uz-ის ვერსიით 32 წლის კვესიეშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა.

იხილეთ გიორგი კვესიეშვილის გოლი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები