ჟარდიმი: “ჩვენი მიზანია აღმასვლა განვაგრძოთ”
Aa
Aa

ჟარდიმი: “ჩვენი მიზანია აღმასვლა განვაგრძოთ”

“მონაკოს” მთავარი მწვრთნელის ლეონარდო ჟარდიმის აზრით, მის გუნდს შეუძლია საფრანგეთის ჩემპიონატში წარმატებული სვლა განაგრძოს. პარასკევს ჟარდიმის გუნდი “ლუი მეორეზე” “სენტ ეტიენს” დაუპირისპირდება.

“ჩვენი მიზანია სატურნირო ცხრილში აღმასვლა განვაგრძოთ. “სენტ ეტიენთან” რთული მატჩი გველის, მათ კარგი მწვრთნელი და კარგი ფეხბურთელები ჰყავთ” – აღნიშნა ჟარდიმიმ.

“მაღალ საფეხურზე მყოფ გუნდებს შორის სიმჭიდროვეა. ამ მომენტისთვის ყოველი მატჩი გადამწყვეტია.

“ჩვენ უნდა გავიმყაროთ ადგილი სატურნირო ცხრილში და შემდეგ ვნახავთ იქნება თუ არა შესაძლებელი უფრო მაღალი საფეხურის დაკავება” – დაასრულა პორტუგალიელმა.

“მონაკო,” რომელიც 53 ქულით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება, ლიდერ პსჟ-ს ექვსი ქულით ჩამორჩება, “სენტ ეტიენს” კი ერთი ქულით უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ჟარდიმის გუნდს კონკურენტებზე ერთით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები