სრული სიგიჟე ნეაპოლში - როგორ დახვდნენ ტიფოზები
Aa
Aa

სრული სიგიჟე ნეაპოლში - როგორ დახვდნენ ტიფოზები "ნაპოლის"?

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, ჩემპიონატის ლიდერი „იუვენტუსი“ მე-2 ადგილოსან „ნაპოლის“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდა და 0:1 წააგო.

აღსანიშნავია, რომ გუნდებს შორის, ამ სტადიონზე, სერია A-ს ეგიდით გამართული მატჩი, "ნაპოლის" ბოლოს 2009 წელს ჰქონდა მოგებული. მაშინ ნეაპოლელებმა 3:2 იმარჯვეს და 2 გოლი მარეკ ჰამშიკმა გაიტანა.


 

გუშინდელი შეხვედრის ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე ნეაპოლელთა სენეგალელმა მცველმა კალიდუ კულიბალიმ გაიტანა, რითაც „ნაპოლიმ“ „იუვესთან“ სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა და საჩემპიონო რბოლაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.


 

ამ ურთულესი გასვლითი გამარჯვების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ "ნაპოლის", აეროპორტში 20 ათასამდე გულშემატკივარი დახვდა. აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრი, ფეხბურთელებმა ტიფოზებთან ერთად გაიარეს და გამარჯვებას მათთან ერთად ზეიმობდნენ. ამის შემდეგ, მაურიციო სარიმ მოთამაშეებს სახლში დაბრუნება და დასვენება მოსთხოვა, ფანებმა კი ზეიმი კიდევ რამდენიმე საათის განმავლობაში გააგრძელეს.


  

გათამაშების დასრულებამდე 4 ტური რჩება, ერთი შეხედვით კი „იუვენტუსს“ მეტოქეზე რთული კალენდარი აქვს. „ბებერი ქალბატონი“ სტუმრად „ინტერსა“ და „რომას“ უნდა შეხვდეს, ხოლო საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ და „ვერონა“ უნდა მიიღოს. რაც შეეხება „პარტენოპეის“ იგი გასვლაზე „ფიორენტინასთან“ და „სამპდორიასთან“ ითამაშებს, „სტადიო სან პაოლოზე“ კი „ტორინოსა“ და „კროტონეს“ უმასპინძლებს.

„იუვენტუსს“ სერია A-ს ბოლო 6 სეზონში ტიტული ზედიზედ აქვს მოგებული, ხოლო „ნაპოლიმ“ „სკუდეტო“ ისტორიაში 2-ჯერ, 1987 და 1990 წელს, დიეგო მარადონას თავოსნობით მოიგო.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები