ვაჩიბერაძის დუბლი - ქართველები ლატვიაში ლიდერობენ
Aa
Aa

ვაჩიბერაძის დუბლი - ქართველები ლატვიაში ლიდერობენ

ლატვიის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ''რიგასმა'' სტუმრად 6:0 გაანადგურა ''ვალმიერა.'' გამარჯვებულთაგან ბექა ვაჩიბერაძემ დუბლი შეასრულა.  ქართველმა ფეხბურთელმა ლატვიურ გუნდში სადებიუტო გოლი 49-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 3:0 გახდა. 62-ე წუთზე 22  წლის ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა.

 

''რიგასის'' სასტარტო შემადგენლობაში ბექა ვაჩიბერაძემ და ლაშა შერგელაშვილმა 90 წუთი ითამაშეს. 22-ე წუთზე ვაჩიბერაძემ ყვითელი ბარათი მიიღო.

8-გუნდიან ჩემპიონატში ''რიგასი'' 12 ქულით პირველ ადგილზეა. ვაჩიბერაძისა და შერგელაშვილის გუნდმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა.

2016 წლის 17 აპრილის შემდეგ ბექა ვაჩიბერაძეს გოლი არ ჰქონდა გატანილი. აღნიშნულ დღეს ვაჩიბერაძემ ''ბეტისი ბ''-ს მაისურით ''ალხესირასს'' შეუგდო. ''ბეტისი ბ'' ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში, სეგუნდა ბ-ში ასპარეზობდა.

ლიტვის ა ლიგის მე-9 ტურში ''ჟალგირისი'' შინ ''სტუმბრასს'' შეხვდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ''სტუმბრასის'' ქართველ შემტევ ლევან მაჭარაშვილს არ უთამაშია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი სათადარიგო იყო. 8-გუნდიან ჩემპიონატში ''სტუმბრასი'' 9 ქულით მე-6 ადგილზეა.

სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის მეორე ექვსეულის მე-6 ტურში ''ზლატე მორავცესა'' და ''მიხალოვცეს'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. ''ზლატე მორავცეს'' ქართველი მეკარის, გიორგი ჩოჩიშვილის დებიუტი კვლავ არ შედგა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი სათადარიგო იყო. მეორე ექვსეულში ''ზლატე მორავცე'' 27 ქულით მე-4 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები