ლორია ტრავმირებულია - ქართველი მეკარე ''ურალთან'' დაშავდა
Aa
Aa

ლორია ტრავმირებულია - ქართველი მეკარე ''ურალთან'' დაშავდა

რუსეთის პრემიერლიგის 27-ე ტურში ''ანჟი'' შინ 0:1 დამარცხდა ''ურალთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ქართველი მეკარე გიორგი ლორია მოხვდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი 64-ე წუთზე ტრავმის გამო ალექსანდრ ბუდაკოვმა შეცვალა. ამ ეტაპზე უცნობია რამდენად მძიმეა ქართველი მეკარის ტრავმა.

სტუმრებმა ერთადერთი გოლი 84-ე წუთზე გაუტანეს ბუდაკოვს. ''ურალის'' შემადგენლობაში ტრავმის არ უთამაშია გიორგი ჭანტურიას, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.

16-გუნდიან პრემიერლიგაში ''ანჟი'' 24 ქულით მე-14 ადგილზეა. მე-16 და მე-15 ადგილზე გასული კლუბები ელიტარულ გათამაშებას დატოვებენ. გუნდები, რომლებიც მე-14 და მე-13 ადგილებს დაიკავებენ, გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

პოლონეთის ექსტრაკლასას 32-ე ტურში ''კორონა'' შინ 0:3 დამარცხდა ''იაგიელონიასთან.''  72-ე წუთზე ''კორონას'' ქართველი ფორვარდი ნიკა კაჭარავა ჩაერთო თამაშში. საუკეთესო 8 გუნდს შორის ''კორონა'' 48 ქულით მე-6 ადგილზეა. კაჭარავას გუნდი საუკეთესო სამეულს 6 ქულით ჩამორჩება.

''კორონა'' შემდეგ მატჩს 27 აპრილს სტუმრად ვარშავის ''ლეგიასთან'' ჩაატარებს.

 პოლონეთის ექსტრაკლასაში პლოცკის ''ვისლამ'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''გურნიკი.'' გამარჯვებულებს ქართველი შემტევი გიორგი მერებაშვილი ვერ ეხმარება. ტრავმის გამო საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულდა.

საუკეთესო რვა გუნდს შორის პლოცკის ''ვისლა'' 53 ქულით მე-4 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. 28 აპრილს მერებაშვილის გუნდი ''ზაგლებიეს'' უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები