მერაბ შარიქაძე: ''იმედი მაქვს ნოემბერში საუკეთესო ფორმაში ვიქნები''
Aa
Aa

მერაბ შარიქაძე: ''იმედი მაქვს ნოემბერში საუკეთესო ფორმაში ვიქნები''

ფრანგული ''ორიაკის'' ქართველმა მორაგბემ მერაბ შარიქაძემ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო ატვირთა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის თქმით ოპერაციის შემდეგ სარეაბილიტაციო კურსი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 24 წლის სპორტსმენი იმედოვნებს, რომ ნოემბერში საუკეთესო ფორმაში იქნება.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანს ჯვარედინი იოგები ''ორიაკში'' ვარჯიშისას დაუზიანდა. მას მიმდინარე წლის 27 თებერვალს საფრანგეთის ქალაქ ბორდოში ოპერაცია  ფილიპ კოლომბემ ჩაუტარა.

მოსკოვში დაბადებული მორაგბე 2014 წლიდან ''ორიაკის'' მოთამაშეა. ეს კლუბი საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში, პრო დე 2-ში გამოდის. მერაბი პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე ''ორიაკში'' გადასვლამდე 2013-14 წლებში ფრანგული ''ბრესანის'' წევრი იყო.

მერაბ შარიქაძე საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს კაპიტნობდა, 2011-დან 2013 წლამდე კი ინგლისის ''ჰარტპურში'' ვარჯიშობდა. 2012 წლის 21 თებერვალს 18 წლის ასაკში მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 2012 წლიდან მოყოლებული მორაგბემ ბორჯღალოსანთა მაისურით 57 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ცხელი ამბები