Aa
Aa

შენგელიას 12 ქულა და ზედიზედ მეორე მარცხი თურქეთში

დღეს „ევროლიგის“ მეოთხედფინალური ეტაპის მეორე შეხვედრები გაიმართა. თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ შედეგიანი გამოდგა და თურქების გამარჯვებით 95-89 დასრულდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა რა დროშიც გუნდს 12 ქულა, 3 მოხსნა და 5 გადაცემა შესძინა. თოკომ 8-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და ერთი საჯარიმო გააცუდა.

„ფენერბაჰჩეს“ რიგებში ბრედ ვანამეიკერი 19 ქულით გამოირჩა, 16 ქულა აქტივში იან ვესელიმ ჩაიწერა, ნიკოლა კალინიჩმა შეხვედრა 11 ქულით დაასრულა, ხოლო ლუიჯი დატომემ გუნდს 10 ქულა შესძინა.

მეტ იანინგმა „ბასკონიას“ 17 ქულით ულიდერა, ვინსენტ პოირიემ აქტივში 14 ქულა ჩაიწერა. 11 ქულა ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მოაგროვა: როდრიგო ბობოა, იოჰანეს ვოიტმანი და იანის ტიმა.

„ფენერი“ სერიაში 2-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას სტუმრად ბასკეთში 24 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები