„არსენალის
Aa
Aa

„არსენალის" და „მანჩესტერის“ ფეხბურთელებმა ძველი დაპირისპირებები გაიხსენეს

სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერის“ და არსენ ვენგერის „არსენალის“ დაპირისპირება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და სანახაობრივი „მტრობა“ იყო.

ფერგის და ვენგერის ისტორიები ბევრ საინტერესო ამბავს მოიცავს, დაწყებული შოტლანდიელის მიერ მსაჯებზე ზეგავლენის მოხდენის ბრალდებებისა, დამთავრებული „იუნაიტედის“ ფეხბურთელების მიერ „არსენალის“ „სუსტი და რბილი“ მოთამაშეების წინააღმდეგ უხეში თამაშით.

„მანჩესტერის“ ყოფილი ფეხბურთელი ფილ ნევილი 2004 წელს იხსენებს, როდესაც მისი, გარი ნევილის და პოლ სქოულზის მთავარი მიზანი ესპანელი ვინგერის - ხოსე ანტონიო რეიესის წინააღმდეგ მაქსიმალურად აგრესიული და უხეში თამაში იყო.

„ჩვენ იგი მოედნიდან გავაგდეთ! თუ სწორად მახსოვს 70 წუთის შემდეგ შეცვალეს. რეიესი მიიღებდა თუ არა ბურთს გარი მაშინვე მასთან იყო და ფეხებში ურტყავდა. როდესაც გარის მისი მეურვეობა არ უწევდა, იგივეს მე ვაკეთებდი, ხანდახან ამ „როლს“ პოლ სქოულზიც ირგებდა“.

რეიესის გასვლიდან 3 წუთში საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში „იუნაიტედის“ სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ნისტელროიმ გამოიყენა, ხოლო 90-ე წუთზე „მეთოფეების“ კარი მეორედ უეინ რუნიმ დალაშქრა. საბოლოოდ „მანჩესტერმა“ 2-0 იმარჯვა და „არსენალის“ 49 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. თუმცა ამით არაფერი დასრულებულა. შეხვედრის შემდეგ სესკ ფაბრეგასმა ლეგენდარულ შოტლანდიელს პიცის ნაჭერი ესროლა, ხოლო არსენ ვენგერი მსაჯების კრიტიკის გამო ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ დააჯარიმა. აღსანიშნავია, რომ ფრანგის გარდა კიდევ 7 ფეხბურთელს მოუწია ჯარიმის გადახდა.

„იუნაიტედს“ ერთი წლით ადრეც შეეძლო „არსენალის“ წაუგებელი სერიის დასრულება... 2003 წელს „ოლდ ტრაფორდზე“ ‘მეთოფეების“ კარში ბოლო წუთებზე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პატრიკ ვიეირა საკმაოდ უცნაურ სიტუაციაში გააგდეს.   რუუდ ვან ნისტელროიმ პენალტი გააფუჭა. ჰოლანდიელს მაშინვე „არსენალის“ ფეხბურთელები მივარდნენ! მარტინ კიოუნი იხსენებს:“როდესაც ნისტელროიმ თერთმეტმეტრიანი ააცილა, მაშინვე თავი სათამაშო მოედანზე ვიგრძენი და მისი დაცინვა პატარა ბავშვივით დავიწყე. ხალხი ამბობს, რომ მე ამ საქციელს ვნანობ, რაც სრული სისულელეა!“

 

ფილ ნევილი აღნიშნულ მომენტს უდიდეს სირცხვილს უწოდებს და აცხადებს რომ “არსენალის ფეხბურთელების ქცევა უბრალოდ ამაზრზენი იყო“. პოლ სქოულზს კი მიაჩნია, რომ კიოუნმა ძალიან გადაამეტა.

საინტერესოა, რომ დასმულ კითხვას: მოიქცეოდნენ თუ არა „იუნაიტედის“ მოთამაშეები „არსენალის“ ფეხბურთელების მსგავსად? პოლმა თავი აარიდა.

1996 წელს ვენგერი „არსენალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დაინიშნა და 1997-98 წლების სეზონში  ორი ტიტული მოიგო, რაზეც ფერგიმ 1999-ში სამი ტიტულით უპასუხა. მწვრთნელებს შორის დაპირისპირება კიდევ დიდხანს გაგრძელდა თუმცა მათი დუელი ვიეირა-კინის ორთაბრძოლებს ვერ შეედრებოდა.

2005 წელს, „ჰაიბერიზე“ გუნდები მოედანზე გასასვლელად ემზადებოდნენ, როდესაც როი კინმა პატრიკ ვიეირას ხმამაღლა უთხრა:“მოედანზე შევხვდებით!“ ყველა გაოცებული დარჩა, მსაჯს ვერც გაეგო რა მოხდა, თუმცა „იუნაიტედის“ ფეხბურთელები ყველაფერს მიხვდნენ, ვიეირა კინის მორიგი მსხვერპლი იყო, მიზეზი კი ფრანგის მიერ გარი ნევილისთვის ნათვამი ფრაზები აღმოჩნდა.

ფილ ნევილი:“ვიეირა-კინის დაპირისპირება ყველაზე უცნაური, მაგრამ ამავდროულად საინტერესო რამ იყო, რაც ოდესმე ცხოვრებაში მინახავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები