ვენგერი მიდის
Aa
Aa

ვენგერი მიდის

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი ინგლისურ კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ფრანგმა მწვრთნელმა ჩრდილოლონდონური გუნდი 22-წლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. ვენგერმა კლუბიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

"ხანგრძლივი ფიქრისა და კლუბთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავყწვიტე, რომ სეზონის ბოლოს მწვრთნელის თანამდებობა დავტოვო".

„მადლობელი ვარ, რომ ამდენი წლის განმავლობაში გუნდის გაწვრთნის საშუალება მომეცა. მუდამ ვცდილობდი, რომ დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვნად და პატიოსნად შემესრულებინა“.

„მინდა მადლობა გადავუხადო „არსენალის“ ფეხბურთელებს, მომუშავე პერსონალს, ხელმძღვანელობას და გულშემატკივრებს. მათ ჩემი კლუბში გატარებული დრო განსაკუთრებულ პერიოდად აქციეს“.

„მინდა ქომაგებს მოვუწოდო, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ გუნდმა სეზონი მაღალ პოზიციაზე დაასრულოს.

დაბოლოს, მივმართავ ყველას ვისაც „არსენალი“ უყვარს, გაუფრთხილდით გუნდის ღირებულებებს!
„არსენალს ჩემი სიყვარული და მხარდაჭერა მუდამ ექნება!“


 


არსენ ვენგერი 1996 წლიდან წვრთნიდა “არსენალს.’’ ამ პერიოდში კლუბმა სამჯერ მოიგო პრემიერლიგა (1997-98, 2001-02, 2003-04). 2006 წელს “არსენალი’’ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც “ბარსელონასთან’’ დამარცხდა.

 

ვიეირა შესაძლოა ''არსენალში'' დაბრუნდეს - ვენგერის სავარაუდო შემცვლელთა სია გაიზარდა

არსენ ვენგერის ხუთი სავარაუდო შემცვლელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები