მოსალოდნელი ტრანსფერები - პრემიერლიგის 20 ფეხბურთელი კლუბს შეიცვლის
Aa
Aa

მოსალოდნელი ტრანსფერები - პრემიერლიგის 20 ფეხბურთელი კლუბს შეიცვლის

Mirror-მა სტატია გამოაქვეყნა პრემიერლიგის ფეხბურთელების შესახებ, რომლებიც სეზონის დასრულების შემდეგ ახალ კლუბთან გააფორმებენ კონტრაქტს. სიაში 20 ფეხბურთელია. 


ჯეკ უილშირი 

“არსენალის’’ კაცი მთელი კარიერის განმავლობაში ტრავმებს ებრძვის. ჩრდილოლონდონურ გუნდს უილშირის შენარჩუნება სურს, თუმცა ფეხბურთელი წასვლას გეგმავს.

კუკ ლიუსი 

მიმდინარე წელს კუკმა ინგლისის ეროვნული ნაკრებში სადებიუტო სეზონი ჩაატარა. მისი გადაბირება არაერთ გუნდს სურს, მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედს.’’ 21 წლის ნახევარმცველი პრემიერლიგაში მეორე სეზონს ატარებს, თუმცა თუ პირველ სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა, ამჯერად 27 შეხვედრაში ითამაშა.

ჯეიმს ტარკოვსკი

ის გაიზარდა მანჩესტერში. ბავშვობაში მისი საყვარელი ფეხბურთელები დევიდ ბექემი და პოლ სქოულზი იყვნენ. სეზონის დაწყებამდე ბევრმა არ იცოდა ვინ იყო ტარკოვსკი. მას არც მაშინ იცნობდნენ, რცა ინგლისის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ დღეს ნათელია, რომ ტარკოვსკის დიდი პერსპექტივა აქვს. მიმდინარე სეზონის შემდეგ ტარკოვსკი ‘‘ბარნლის’’ დატოვებს. 25 წლის ფეხბურთელს განსაკუთრებით კარგად მეორე სართულზე თამაში შეუძლია.

პასკალ გროსი

ვიდრე2017 წელს ნისლიან ალბიონზე ფეხბურთის თამაშს დათანხმდებოდა, გერმანიის ბუნდესლიგაში “ინგოლშტადტის’’ მაისურით ორი სრულფასოვანი სეზონი ჩაატარა. 26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 6 გოლი შეაგდო. მისი გოლით კრის ჰიუტონის გუნდმა “ტოტენჰემთან’’ ქულა მოიპოვა. მანჰაიმში დაბადებული ივლისში “ბრაიტონს’’ დატოვებს და სხვა გუნდის ფორმით ვიხილავთ.

ალვარო მორატა

“ჩელსიმ’’ ისტორიაში ყველაზე დიდი თანხა ალვარო მორატას ტრანსფერში დახარჯა, თუმცა ესპანელმა ვერ გაამართლა. ესპანელი ფორვარდი “არისტოკრატებს’’ დატოვებს და შესაძლოა ტურინში გაფრინდეს “იუვენტუსთან’’ კონტრაქტის გასაფორმებლად.

ვილფრიდ ზაჰა

‘‘მანჩესტერ იუნაიტედის’’ ყოფილმა ფორვარდმა 2016-17 წლების სეზონში პრემიერლიგაში 35 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონშიც ამდენივე გოლია მის ანგარიშზე, თუმცა ამჯერად 7 გოლი 25 შეხვედრაში გაიტანა. სეზონის შემდეგ ზაჰა “სელჰერსტ პარკს’’ დატოვებს.


დევი კლაასენი

უამრავი ადამიანი აღტაცებით შეხვდა დევი კლაასენის “აიაქსიდან’’ “ევერტონში’’ გადასვლას, მაგრამ ჰოლანდიელმა მერსისაიდულ გუნდში არ გაამართლა. დევიმ პრემიერლიგაში 5 მატჩი ჩაატარა და მოედანზე მხოლოდ 196 წუთი გაატარა.

სტივ მუნიე

მიმდინარე სეზონში 23 წლის ბენინელმა “ჰადერსფილდისთვის’’ 25 მატჩში 7 გოლი შეაგდო. მუნიეს დიდი არჩევანი აქვს. ზაფხულში “ჰარდერსფილდს’’ დატოვებს.

ჰარი მაგუაირი

“ჩელსი’’ და “მანჩესტერ იუნაიტედი’’ იბრძვიან 25 წლის ცენტრალური მცველის შესაძენად. “ჰალის’’ ყოფილმა მოთამაშემ პრემიერლიგაში კარგი თამაშით ეროვნულ ნაკრებში მიწვევა დაიმსახურა. უკვე ოთხჯერ მოირგო ეროვნული გუნდის ფორმა.

ემრე ჩანი

‘‘ბაიერნის’’ ყოფილ ნახევარმცველს “ლივერპულთან’’კონტრაქტის ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. მისი წასვლის შანსი დიდია.

იაია ტურე

“მანჩესტერ სიტის’’ ლეგენდა “ქალაქელთა’’ მაისურით მერვე სეზონს ატარებს.აფრიკელი მესამედ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

ლუკ შოუ

მოულოდნელი არ იქნება თუ შოუ “იუნაიტედს’’ დატოვებს. ჟოზე მოურინიო იშვიათად ათამაშებს. “წითელი ეშმაკების’’ რიგებში 22 წლის მცველი ბოლო სეზონს ატარებს. ცაციამ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.


ჯამალ ლასელსი

‘‘ნიუკასლის’’ კაპიტანი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. მისი შეძენა საუკეთესო ინგლისურ კლუბებს სურთ. ლასელსის შეძენისათვის ბრძოლაში “ჩელსია’’ ფავორიტი.

ჯეკ ბატლენდი

შესაძლოა “სტოკი’’ გავარდეს, თუმცა მისი მეკარე პრემიერლიგაში დარჩება. ეჭვგარეშეა რომ ბატლენდის შეძენისთვის “სტოკთან’’ ძლიერი კლუბები გამართავენ მოლაპარაკებას.

მარიო ლემინა

“საუთჰემპტონის’’ გაბონელი ნახევარმცველით “ლივერპული’’ და “ტოტენჰემი’’ დაინტერესდნენ. ლემინა გასულ წელს “იუვენტუსიდან’’ გადავიდა “წმინდანებში.’’

ალფი მოისონი

24 წლის მცველმა ალფი მეისონმა პრემიერლიგის ყველა მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. მოისონი ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს, თუმცა არ უთამაშია. ალფი “სუონსის’’ ზაფხულში დატოვებს.

ტობი ალდერვეირელდი

ბელგიელი ბევრ გუნდს სურს. მათ შორის “მანჩესტერ იუნაიტედსა’’ და “ჩელსის.’’ ტობი “ტოტენჰემთან’’ ახალ კონტრაქტს არ გააფორმებს.

აბდულაიე დუკურე

საფრანგეთში გაზრდილი წარმოშობით მალელი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს, ჯერ არ დასრულებულ პრემიერლიგაში 7 გოლი შეაგდო. გასულ სეზონში კი მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. დუკურე რიშარლისონთან ერთად “უოტფორდის’’ საუკეთესო ფეხბურთელია. ახალი სეზონიდან აბდულაიეს ახალ გუნდში ვიხილავთ.


სალამონ რონდონი

პრემიერლიგაში ‘‘ვესტ ბრომვიჩი’’ ბოლო ადგილზეა, თუმცა გასულ ტურში “ოლდ ტრაფორდზე’’ გამარჯვებით ელიტაში დარჩენის თეორიული შანსი შეინარჩუნა. ჯეი როდრიგესის შემდეგ რონდონი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია 6 გოლით. ზაფხულში რონდონის ტრანსფერი მოსალოდნელია.

მანუელ ლანსინი

არგენტინელის გუნდი გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და თუ “ვესტ ჰემი’’ პრემიერლიგას დაემშვიდობება, არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის წასვლის შანსი გაიზარდება. არგენტინელი ქომაგი ლანსინის მუნდიალზე ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები