ქეცბაიას პოლონეთის ჩემპიონი იწვევს - პირველი შეხვედრა შედგა
Aa
Aa

ქეცბაიას პოლონეთის ჩემპიონი იწვევს - პირველი შეხვედრა შედგა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვარშავის ''ლეგიას'' მთავარი მწვრთნელობის რეალური კანდიდატია. sportowefakty-ს ცნობით პოლონეთის მოქმედმა ჩემპიონმა ქეცბაიასთან მოლაპარაკება დაიწყო. ''ლეგიას'' პრეზიდენტი დარიუშ მიოდუსკი 50 წლის ქართველს ესაუბრა.

przegladsportowy-ს ცნობით მიოდუსკისა და ქეცბაიას პირველმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა. მხარეებმა შემდეგი შეხვედრაც დაგეგმეს.

''ლეგიას'' მართველთა საბჭოს მრჩეველი ''ბაზელის'' ყოფილი პრეზიდენტი ბერნარდ ჰოისლერია, რომელიც პოლონურ გუნდს მთავარი მწვრთნელის შერჩევის საკითხში ეხმარება.

პოლონეთის ექსტრაკლასას დასრულებამდე 6 ტურით ადრე ''ლეგია'' მესამე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება ლიდერ პოზნანის ''ლეხს.'' 14 აპრილს ''ლეგიას'' მთავარი მწვრთნელის პოსტი რომეო იოზაკმა დატოვა. ამჟამად პოლონური გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ხორვატი დინ კლაფურიჩია.

''ნიუკასლის'' ყოფილი ფორვარდის სამწვრთნელო კარიერა 2004 წელს დაიწყო. ქეცბაია 2004-09 წლებში ფამაგუსტას ''ანორთოსისს'' ხელმძღვანელობდა.  2008-09 წლების სეზონში ქეცბაიას გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. შემდგომში ხელმძღვანელობდა პირეოსის ''ოლიმპიაკოსს,'' საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ''აპოელს,'' ათენის აეკ-ს. 2017 წლის ივლისში ქართველი მწვრთნელი რუსეთის რანგით მეორე ლიგის ''ორენბურგს'' სათავეში ჩაუდგა, თუმცა წარუმატებელი ასპარეზობის გამო აგვისტოში გუნდი დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები