იბრასა და რონალდოს შემდეგ... - იკარდის პირადი რეკორდი
Aa
Aa

იბრასა და რონალდოს შემდეგ... - იკარდის პირადი რეკორდი

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურის საწყის შეხვედრაში „ინტერმა“ „კალიარის“ 4:0 მოუგო და 63 ქულით სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

მილანელთაგან ერთ-ერთი გოლი მათმა კაპიტანმა მაურო იკარდიმ შეაგდო, რომელსაც იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში 25 გოლი დაუგროვდა, რაც მისი პირადი რეკორდია.

ამასთანავე, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და რონალდოს შემდეგ, იკარდი მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც „ინტერის“ მაისურით სერია A-ს ერთ სეზონში 25 გოლის გატანა შეძლო. შვედმა ვარსკვლავმა ეს 2008-09 წლების სეზონში მოახერხა, ხოლო ბრაზილიელმა 1997-98 წლებში.

იკარდი 25 წლის თებერვალში გახდა, გასულ თვეში კი სერია A-ში 100 გოლიან ნიშნულს გადააჭარბა. ამ წუთისათვის იტალიის ჩემპიონატში მის ანგარიშზე 106 შედეგიანი დარტყმაა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები