დირკ ნოვიცკი ბოლომდე დარჩება
Aa
Aa

დირკ ნოვიცკი ბოლომდე დარჩება

„დალას მავერიქსის“ გერმანელმა ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ განაცხადა, რომ ბოლომდე აპირებს კლუბთან მოქმედი კონტრაქტის გამომუშავებას.

„მინდა კიდევ ორი სეზონი ვითამაშო, რომელიც ჩემს კონტრაქტშია გაწერილი. და იმედი მაქვს, რომ ამ სეზონებს უმაღლეს დონეზე ჩავატარებ. ამის შემდეგ კი კარიერა დასრულებული იქნება. ვფიქრობ, შევძლებ ძველ დონეზე თამაშს. ბოლო ოთხი კვირა სეზონის დაწყებამდე, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ. მე არ მივეკუთვნები იმ ტიპის მოთამაშეებს, რომლებიც ასახელებენ კარიერის დასრულების წელს და აწყობენ გამოსათხოვარ ტურნეს. ჩემთვის ეს მიუღებელია. მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და ის საბოლოოა", - განაცხადა დირკმა.

ნოვიცკიმ, რომელიც 2011 წელს NBA-ის ჩემპიონი გახდა და ფინალური სერიის უძვირფასეს მოთამაშედ დასახელდა, გასულ სეზონში 77 მატჩი ჩაატარა "დალასის" შემადგენლობაში და საშუალოდ 17.3 ქულა, 5.9 მოხსნა და 1.9 შედეგიანი პასი დააგროვა.

37 წლის გერმანელის მიმდინარე კონტრაქტი "მავერიქსთან" 2017 წლის ზაფხულამდეა ძალაში. კალათბურთელმა წელს ევრობასკეტზე ითამაშა და დაასრულა კარიერა გერმანიის ნაკრებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები