უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ახალი საპრიზო ფონდი წარმოადგინა
Aa
Aa

უეფამ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის ახალი საპრიზო ფონდი წარმოადგინა

უეფამ 2015-2018 წლებში ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მონაწილე კლუბებისთვის გასაცემი თანხის რაოდენობა გამოაქვეყნა. შემდეგი გათამაშებიდან 2018 წლამდე გასამართ თითოეულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საპრიზო ფონდი 1,257 მილიარდ ევროს შეადგენს, ევროპალიგის კი 380 მილიონ ევროს.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული კლუბი მიიღებს 200 000 ევროს, მეორე ეტაპზე დამარცხებული 300 000 ევროს, მესამე ეტაპზე დამარცხებული კლუბი კი 400 000 ევროს. ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დამარცხებული კლუბი, რომელმაც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, დამატებით მიიღებს 250 000 ევროს.

ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხებული კლუბი მიიღებს 200 000 ევროს, მეორე ეტაპზე დამარცხებული 210 000 ევროს, მესამე ეტაპზე დამარცხებული კლუბი კი 220 000 ევროს. ევროპალიგის ფლეი-ოფში დამარცხებული კლუბი მიიღებს 230 000 ევროს.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვედრილ კლუბებს ევროპული ფეხბურთის მართველი ორგანიზაციისგან საერთო ჯამში 50 მილიონი ევრო გადაეცემათ, თანხები კი შემდეგნაირად გადანაწილდება: ფლეი-ოფში გამარჯვებული კლუბი კონკრეტულად ამ მატჩიდან გამომდინარე 2 მილიონ ევროს მიიღებს, დამარცხებული კი 3 მილიონს. აღნიშნულ სტადიაზე გამარჯვებული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს ასპარეზობას, სადაც მონაწილე ყოველი კლუბი უეფასგან 12 მილიონ ევროს მიიღებს. ასე რომ, ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში გამარჯვებული კლუბი უეფასგან საერთო ჯამში 14 მილიონ ევროს იღებს.

ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში დამარცხებული კლუბი, რომელმაც კონკრეტულად ფლეი-ოფის შეხვედრიდან 3 მილიონი ევრო მიიღო, ევროპალიგის ჯგუფურ ტურნირში ხვდება, სადაც მოხვედრისთვის თითოეული კლუბი 2,4 მილიონ ევროს იღებს. ესეიგი ჩემპიონთა ლიგის ფლე-ოფში დამარცხებული კლუბი კონკრეტული მატჩისა და ევროპალიგის ჯგუფურ ტურნირში მოხვედრისთვის საერთო ჯამში 5,4 მილიონ ევროს მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგა

ჯგუფური ტურნირი - 12 მილიონი ევრო

ჯგუფურ ტურნირში მოგებული მატჩი – 1,5 მილიონი ევრო, ფრე – 500 000 ევრო

მერვედფინალი – 5,5 მილიონი ევრო

მეოთხედფინალი – 6 მილიონი ევრო

ნახევარფინალი – 7 მილიონი ევრო

ფინალი – გამარჯვებული – 15 მილიონი ევრო, დამარცხებული 10,5 მილიონი ევრო

ევროპის ლიგა

ჯგუფური ტურნირი – 2,4 მილიონი ევრო

ჯგუფურ ტურნირში გამარჯვება – 360 000 ევრო, ფრე – 120 000 ევრო

ჯგუფურ ტურნირში პირველ ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ 500 000 ევროს, მეორეადგილოსნები კი 250 000 ევროს.

მეთექვსმეტედფინალში გამარჯვება – 500 000 ევრო

მერვედფინალში გამარჯვება – 750 000 ევრო

მეოთხედფინალში გამარჯვება – 1 000 000 ევრო

ნახევარფინალში გამარჯვება – 1 500 000 ევრო

ფინალში გამარჯვებული მიიღებს – 6 500 000 ევროს, ფინალში დამარცხებული კი 3 500 000 ევროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები