ბლანმა იბრაჰიმოვიჩი შეაქო
Aa
Aa

ბლანმა იბრაჰიმოვიჩი შეაქო

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლორან ბლანმა კომენტარი ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ გააკეთა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შვედმა ფორვარდმა პორტუგალიელ პედრო პაულეტას გადაუსწრო, რომელსაც აქამდე 212 შეხვედრაში 109 ბურთი ჰქონდა გატანილი. იბრაჰიმოვიჩმა კი მისი შედეგის გაუმჯობესება 133 მატჩში მოახერხა.

„ზლატანი დიდებული მოთამაშეა. მას 110 გოლის გასატანად მხოლოდ 3 სეზონი დასჭირდა. არ ვარ გაკვირვებული იმით, რომ იბრაჰიმოვიჩმა ამ შედეგის დაფიქსირება ასეთ მცირე დროში შეძლო“ - განაცხადა ლორან ბლანმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები