''არსენალი'' სატრანსფერო ბაზარზე: ვინ წავა, ვინ დარჩება, ვის უმიზნებს ვენგერი?
Aa
Aa

''არსენალი'' სატრანსფერო ბაზარზე: ვინ წავა, ვინ დარჩება, ვის უმიზნებს ვენგერი?

“არსენალისთვის’’ სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს, თუმცა ევროპა ლიგის მოგება არსენ ვენგერის გუნდში დარჩენისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება . თუ ნახევარფინალში “არსენალი’’ მადირიდის “ატლეტიკოს’’ ბარიერს დაძლევს, ფინალში “ზალცბურგთან’’ ან “მარსელთან’’ ფავორიტი იქნება. Mirror-ის ჟურნალისტი ჯონ კროსი ლონდონის ''არსენალის'' შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს . ავტორის აზრით ლონდონური გუნდის მთავარი საზრუნავი ძლიერი ნახევარმცველის გადაბირებაა, რომელმაც გუნდს სარგებელი შეტევასა და დაცვაში უნდა მოუტანოს .

ჩრდილოლონდონური გუნდისთვის აარონ რემზისთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაუდებელი და აუცილებელი საკითხია. კლუბმა უნდა იზრუნოს მის შენარჩუნებაზე, რომ უელსელი ალექსის სანჩესივით არ წავიდეს.

ვინც უნდა დარჩეს

ექტორ ბელერინი, აარონ რემსი. ისინი ''არსენალის'' სათამაშო სტილში იდეალურად ჯდებიან.

ვინც უნდა წავიდეს

შკოდრან მუსტაფი. მან პრემიერლიგის გასულ ტურში “ნიუკასლთან’’ საკმაოდ სუსტად ითამაშა. მარცხში ერთ-ერთი დამნაშავე იყო. 

გასაძლიერებელი პოზიციები

კლუბის ხერხემალს ცვლილება სჭირდება. აუცილებელია “არსენალმა’’  ახალი მეკარე, ცენტრალური მცველი და ძლიერი ხასიათის ნახევარმცველი დაიმატოს. ლორან კოშელნი  “არსენალის’’ საუკეთესო მცველად ითვლებოდა, მაგრამ ის ტრავმებმა გატანჯა .

მიზნები სატრანსფერო ბაზარზე

“ბაიერ ლევერკუზენის’’ მეკარე ბერნდ ლენო. “ვესტ ბრომვიჩის’’ მცველი ჯონი ევანსი. ასევე ნახევარმცველი, ვისაც შეუძლია დაცვის ხაზს დაეხმაროს . მთავარი მიზეზი რატომაც ვენგერის გუნდი გასვლით მატჩებში მარცხდება, ამ ტიპის ნახევარმცველის არყოფნაა. შესაძლოა ქერემ დემირბაი “ჰოფენჰაიმიდან’’ “არსენალში’’ გადავიდეს.

ვენგერი ის კაცია, ვინც  ტიტულებს მოიგებს?

არა. “არსენალმა’’ უნდა შეცვალოს მთავარი მწვრთნელი. შესაძლოა ეს იყოს იოახიმ ლიოვი, ლეონარდო ჟარდიმი, ბრენდან როჯერსი ან მიკელ არტეტა. ასე გამოიყურება ვენგერის სავარაუდო შემცვლელთა სია.

2016 წელს ''არსენალმა'' პრემიერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა. 2018 წლის გაზაფხულზე ''არსენალს'' ოთხეულში შესვლის თეორიული შანსიც დაკარგული აქვს. 33 ტურის შემდეგ ''მეთოფეები'' საუკეთესო ხუთეულს 6 ქულით ჩამორჩებიან.

საფეხბურთო მინვდრის მიღმა ''არსენალში'' ყველაფერი კარგად მიდის. ფინანსური კუთხით ლონდონური გუნდი ვითარდება, მაგრამ რა ხდება მოედანზე? ''არსენალის'' ნაჩვენები შედეგი გუნდის ქომაგებს ენთუზიაზმს  უკარგავს, უტეხავს გულს და აგდებს აპათიურ მდგომარეობაში.

2016 წლის ზაფხულში ''არსენალმა'' შეიძინა შკოდრან მუსტაფი, გრანიტ ჯაკა და ლუკას პერესი. ინგლისურმა გუნდმა 100 მილიონი ევროს ფარგლებში დახარჯა, თუმცა მათგან მხოლოდ ჯაკამ გაამართლა, ისიც სანახევროდ...

არსენ ვენგერის ხუთი სავარაუდო შემცვლელი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები