კლოპმა სატრანსფერო პოლიტიკის განსაზღვრა თავად მოითხოვა
Aa
Aa

კლოპმა სატრანსფერო პოლიტიკის განსაზღვრა თავად მოითხოვა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილი თავკაცი იურგენ კლოპი ინგლისური “ლივერპულის” მთავარ მწვრთნელობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუკი მას კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასაც მიანდობენ.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, მერსისაიდელებმა ბრანდან როჯერსის დათხოვნის შემდეგ გერმანელ სპეციალისტს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს, თუმცა კლოპმა მოითხოვა ხელშეკრულებაში ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმად მას სატრანსფერო პოლიტიკის განსაზღვრა შეეძლება. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელი კონტრაქტს ხელს მოაწერს.

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე კლოპის გარდა კარლო ანჩელოტის კანდიდატურაც განიხილება. იტალიელი კლუბის ხელმძღვანელებთან მოსალაპარაკებლად ინგლისშიც ჩავიდა, თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტები ფავორიტად მაინც იურგენ კლოპს მიიჩნევენ.

„პრემიერლიგის“ 8 ტურის შემდეგ “ლივერპული” სატურნირო ცხრილში 12 ქულით მეათე ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები