ლატვალამ კორსიკის რალი მოიგო
რალის მსოფლიო ჩემპიონტი დასასრულს მიუახლოვდა. კუნძულ კორსიკაზე მე-1 ეტაპი - საფრანგეთის რალი გაიმართა, რომელზეც ფინელმა იარი-მატი ლატვალამ გაიმარჯვა. ეს ამ სეზონში მისი მესამე გამარჯვებაა. სებასტიან ოჟიემ კი ამჯერად ათეულში შესვლაც ვერ შეძლო. თუმცა ეს არც სჭირდებოდა, რადგან ავსტრალიაში უკვე გაინაღდა ზედიზედ მესამე ტიტული.
ლატვალამ, ვისაც ამ სეზონში ასევე პორტუგალიის და ფინეთის რალი აქვს მოგებული, 43.1 წამით აჯობა მეორეზე გასულ უელსელ ელფინ ევანსს, რომელსაც თავის მხრივ, სამ წამზე ნაკლებით ჩამორჩა ლატვალას ნორვეგიელი თანაგუნდელი ანდრეას მიკელსენი. აღსანიშნავია, რომ ლატვალამ საფრანგეთის რალი შარშანაც მოიგო, ოღონდ მაშინ რბოლა ალსაკეს რეგიონში ჩატარდა.
„შესანიშნავი უიკენდი გვქონდა. არცერთი მომენტი არ ყოფილა ისეთი, რომ ზღვარზე მევლოს. რთულ პირობებში ასპარეზობა გვიწევდა და სიფრთხილე იყო საჭირო“, - განაცხადა ლატვალამ, ვინც მარკუს ალენის შემდეგ პირველი ფინელი მრბოლია, რომელმაც კორსიკის გზებზე გამარჯვება შეძლო. ალენმა გამარჯვებას 1984 წელს მიაღწია.
გამარჯვებისთვის ბრძლას ოჟიე პარასკევსვე გამოეთიშა, რადგან ერთ-ერთი სპეცმონაკვეთის დასრულება ვერ შეძლო. ამისთვის ის 10 წუთით დააჯარიმეს. თუმცა რბოლა გააგრძელა და სუპერ სპეცმონაკვეთზე უსწრაფესიც იყო.
რბოლის შემდეგ, „ფოლკსვაგენის“ გუნდის შეფმა ჯოსტ კაპიტომ განაცხადა, რომ დიზელის ძრავებთან დაკავშირებული სკანდალი, გერმანული კომპანიის რალის პროგრამას ვერ შეაფერხებს და გუნდი მომავალ სეზონშიც გააგრძელებს გამოსვლას. მისი თქმით, პროექტი 2019 წლის ჩათვლით გაგრძელდება.
კორსიკის რალის შედეგები
იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 2:39:46.700
ელფინ ევანსი (ბრიტანეთი, ფორდი) +00:43.100
ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 00:46.300
კრის მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 01:33.400
ჰეიდენ პადონი (ახ.ზელანდია, ჰიუნდაი) 01:53.600
მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 01:59.800
დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:10.400
ბრაიან ბუფიე (საფრანგეთი, ფორდი) 02:12.800
სტეფან სარაზენი (საფრანგეთი, ფორდი) 02:39.300
ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 03:43.000
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) – 238 ქულა; 2. იარი-მატი ლატვალა - 160; 3. ანდრეას მიკელსენი - 126; 4. მადს ოსტბერგი - 98; 5. ტიერი ნოივილი (ბელგა, ჰიუნდაი) - 86; 6. კრის მიკი - 83; 7. ელფინ ევანსი - 81; 8. ჰეიდენ პადონი - 66; 9. ოტ ტაენაკი - 63; 10. დანიელ სორდო - 62...
გუნდური კლასიფიკაცია
1. ფოლკსვაგენ მოტორშპორტი - 369 ქულა; 2. სიტროენ ტოტალ WRT - 184; 3. ჰიუნდაი შელ WRT - 183; 4. M-სპორტ ფორდ WRT - 170; 5. ფოლკსვაგენ მოტორშპორტ II - 91; 6. ჰიუნდაი მოტორსპორტ N - 59; 7. ჯიპოქარ ჩეხ ნეიშნლ ტიმ - 45; 8. FWRT – 9