მაროტა: „იუვენტუსი“ აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე აკეთებს
Aa
Aa

მაროტა: „იუვენტუსი“ აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე აკეთებს

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ კლუბის გულშემატკივრებს მოთმინებისკენ  მოუწოდა. მისი განცხადებით, „ბიანკონერი“ აქცენტს ახალგაზრდა მოთამაშეებზე აკეთებს და სამწვრთნელო შტაბში მათი ძალიან ეიმედებათ.

„როდესაც ინვესტიციას ახალგაზრდა ფეხბურთელებში დებ, უნდა გესმოდეს, რომ შედეგის მისაღწევად მოთმინებაა საჭირო. ეს ის თაობაა, რომელიც „იუვენტუსს“ უდიდეს წარმატებებს მოუტანს“ - განაცხადა ჯუზეპე მაროტამ „Tuttosport“-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ 8 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები