გლები:
Aa
Aa

გლები: "მესი იმპოტენტი იყო...მან ერთი მომენტიც ვერ შექმნა"

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონას" სენსაციურ მარცხს მთელი საფეხბურთო სამყარო გამოეხმაურა. ჟურნალისტებმა, ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ექსპერტებმა კატალონიელთა მოულოდნელი ფიასკო შეაფასეს.

"ბარსას" ყოფილმა ფეხბურთელმა ბელორუსმა ალექსანდრ გლებმა უდაოდ ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო. 36 წლის ფეხბურთელმა "რომასთან" მატჩის შემდეგ, Sport-თან საუბრისას ლეო მესი საჯაროდ გააკრიტიკა და მას იმპოტენტი უწოდა.

"რა თქმა უნდა, მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ის "ბარსელონას" ლიდერია. მას ევალება, რომ გუნდს რთულ სიტუაციებში დაეხმაროს, თუმცა "რომას" წინააღმდეგ ერთი მომენტის შექმნაც კი ვერ შეძლო. ის იმპოტენტი იყო.

ლეოსადმი მთელი პატივისცემის მიუხედავად, რონალდუ თავისი გუნდისთვის უკეთესი ლიდერია, ვიდრე მესი".

შეგახსენებთ, რომ გლები "ბარსელონას" საკუთრებაში 2008-2012 წლებში იმყოფებოდა, თუმცა კლუბის მაისურით მხოლოდ 19 შხვედრა ჩაატარა. ის, ძირითადად ტრავმირებული, ან განათხოვრებული იყო.

გლები ამჟამად ბელორუსული ბორისოვოს "ბატეს" ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები