სიმეონე: „ატლეტიკომ“ 2 ქულა დაკარგა
Aa
Aa

სიმეონე: „ატლეტიკომ“ 2 ქულა დაკარგა

„ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, “რეალთან” ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში ჩატარებული მატჩის შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, მადრიდული დერბი ფრედ, 1-1 დასრულდა

“საწყისი 10-12 წუთის გარდა, გუნდმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. გატანილი ბურთის გარდა, შევქმენით ორი 100%-იანი საგოლე მომენტი – კორეას დარტყმა და პენალტი. მეორე ტაიმში უკეთ ვმოქმედებდით. ეს ფრე, კეილორ ნავასის ბრწყინვალე სეივებმა განაპირობა. ისეთი შეგრძნებაა, რომ ორი ქულა დავკარგეთ, რადგან ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან. მადრიდელებმა მათი ერთადერთი მომენტი გოილად აქციეს“ - განაცხადა დიეგო სიმეონემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები