იბრაჰიმოვიჩი „პარი სენ ჟერმენის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა
Aa
Aa

იბრაჰიმოვიჩი „პარი სენ ჟერმენის“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა

„პარი სენ ჟერმენის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „ლიგა 1“-ის გასული ტურის მატჩში, მარსელის „ოლიმპიკს“ 2 გოლი გაუტანა და კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე „პარი სენ ჟერმენის“ მაისურით ყველაზე მეტი გოლი პაულეტას ჰქონდა გატანილი. პორტუგალიელი თავდამსხმელის ანგარიშზე 109 ბურთი იყო. „მარსელთან“ მატჩამდე კი ზლატანს მეტოქეთა კარი 108-ჯერ ჰქონდა აღებული.

ფრანგულ დერბიში თავიდან „მარსელი“ დაწინაურდა.  41-ე წუთზე კი სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც შვედმა ცენტრფორვარდმა გოლად აქცია და პაულეტას გაუთანაბრდა. 3 წუთში „მარსელის“ კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დაიდო და ნიშნულთან მისული ზლატანი ამჯერადაც ზუსტი აღმოჩნდა. ამ დარტყმით იბრაჰიმოვიჩმა პაულეტას რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენში“ იბრაჰიმოვიჩი 3 წელიწადია გამოდის, პედრო პაულეტა კი აღნიშნული გუნდის მაისურს, 5 წლის განმავლობაში ატარებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები