0 ქულით ბოლო ადგილზე | ქალთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა
Aa
Aa

0 ქულით ბოლო ადგილზე | ქალთა ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირის ანტმანის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ოთხივე მატჩი დათმო, დასკვნით შეხვედრაში შინ საბერძნეთთან 2:3 დამარცხდა.

მე-3 წუთზე გეორგია ხალაცოიანის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ, მე-6 წუთზე მარინა თეოდორაკის ავტოგოლით წონასწორობა აღდგა, 22-ე წუთზე მარინა თეოდორაკმა ამჯერად მისი გუნდის სასარგებლოდ შეაგდო, საბერძნეთის ნაკრები დააწინაურა. მე-60 წუთზე კალისტი ბრუკშაირმა სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 63-ე წუთზე სტუმართა ანგარიშზე მეორე ავტოგოლი დაფიქსირდა, ეფთიმია ბრამეს გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:3.

საბერძნეთი 12 ქულით პირველზე გავიდა, ფარერის კუნძულების ნაკრებმა 6 ქულა დააგროვა, საქართველო 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები