რუსეთში გაყინული ქათამი, სახელად - კონორ მაკგრეგორი იყიდება
Aa
Aa

რუსეთში გაყინული ქათამი, სახელად - კონორ მაკგრეგორი იყიდება

ხაბიბ ნურმაგომედოვს “UFC“ 223-ში გამარჯვების შემდეგ რუსეთში, როგორც გმირს ისე დახვდნენ. დაღესტნელმა ალ იაკვინტა დაამარცხა და მსუბუქი წონის ტიტული მოიპოვა.

მატჩის შემდეგ ინტერვიუში ნურმაგომედოვმა მაკგრეგორს ქათამი კიდევ ერთხელ უწოდა, ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ რუსულმა სუპერმარკეტმა ხაბიბის იდეა აიტაცა და გაყიდვაში გაყინული ქათამი გაუშვა, რომელსაც კონორ მაკგრეგორის სახელი აწერია.

 

ნურმაგომედოვსა და მაკგრეგორს შორის ურთიერთობა “UFC” 205-ის შემდეგ დაიძაბა. დიასთან ბრძოლის დასრულებისთანავე დაღესტნელმა ირლანდიელს ქათამი უწოდა და კონორის ყოველი ხსენებისას მომენტს არ უშვებს ხელიდან, რომ მაკგრეგორი ქათამთან კიდევ ერთხელ გააიგივოს. აღსანიშნავია, რომ ირლანდიელმა ხაბიბს პასუხი ჩვეულ სტილში გასცა და რამდენიმე კვირის წინ „ბურგერ კინგის“ სარეკლამო რგოლში გამოჩნდა, სადაც რეკლამირება კომპანიის ახალ პროდუქტს - მწარე, ხრაშუნა ქათმის სენდვიჩს გაუწია.

ხაბიბი "UFC"-ში დაბრუნებას რამადანის დასრულებისთანავე აპირებს, კონორ მაკგრეგორიც სწორედ ამ დროს აპირებს თავისი ბრძოლის გამართვას და ვინ იცის?! იქნებ ნანატრი დაპირისპირებაც ვიხილოთ...

 

ცხელი ამბები