ზურაბ ხიზანიშვილი, ანდრია ბართიშვილი, საბა ხარებაშვილი
Aa
Aa

მარცხი ისლანდიასთან | 19-წლამდე ნაკრები ევროშესარჩევს დაემშვიდობა

ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ისლანდიასთან 2:3 დამარცხდა.

52-ე წუთზე სვერირ ინგასონის საგოლე პასით სიგურდურ კარასონმა ანგარიში გახსნა. მატჩის ძირითადი დროის მიწურულს ანდრია ბართიშვილმა ისლანდიელთა შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. მე-4 დამატებულ წუთზე ალექსანდერ არნარსონმა ისლანდია დააწინაურა. მე-6 დამატებულ წუთზე საბა ხარებაშვილმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა მალევე, მე-8 დამატებულ წუთზე ეინარ ჰალდორსონის საგოლე პასით გაბრიელ გუნარსონმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა მონტენეგროსთანაც 1:1 ითამაშა, მონტენეგროსა და ისლანდიის მატჩიც ამ ანგარიშით დასრულდა, დღეს კი ისლანდიამ მოიგო და 3-გუნდიან ჯგუფში პირველ ადგილზე დამსახურებულად გავიდა. ისლანდია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრისთვის ბრძოლას გააგრძელებს, საქართველო და მონტენეგრო ევროშესარჩევს დაემშვიდობნენ.

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ისლანდიასთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: საბა ასანიძე, ლუკა კუპრავა (კ), საბა ხარებაშვილი (კ), მათე შათირიშვილი, საბა მარსაგიშვილი (შოთა დიაკონიძე 56), ნიკოლოზ შალიკიანი (დავით მელაშვილი 72), ლუკა ციკოლია (საბა ავდოევი 72), კობა კაკაშვილი, ანდრია ბართიშვილი, საბა ჩხეტიანი (თენგო ნებულიშვილი 63), ნიკოლოზ სილაკაძე (სანდრო მიქაუტაძე 72)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდს ვერ ვხედავ, მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს | გუცაევი ნაკრებზე
გუნდს ვერ ვხედავ, მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს | გუცაევი ნაკრებზე