ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი: საქართველო ასეულს დაუბრუნდა
Aa
Aa

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგი: საქართველო ასეულს დაუბრუნდა

ფიფა/კოკა-კოლას აპრილის თვის რეიტინგში ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 101-ე ადგილიდან 96-ე პოციზიაზე გადაინაცვლა. მარტის თვის რეიტინგში საქართველო 101-ე პოზიციაზე იყო, თუმცა ლიტვასთან და ესტონეთთან დამაჯერებლად მოგებულმა შეხვედრებმა რეინტინგზე გავლენა მოახდინა, საქართველოს ნაკრები საუკეთესო ასეულში დაბრუნდა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მეტოქეებს ერთა ლიგაში, ლატვია 8 პოზიციით დაქვეითდა და 139-ე ადგილზეა, ანდორა 2 საფეხურით დაქვეითდა და 132-ე პოზიციას იკავებს. ყაზახეთი 19 საფეხურით დაწინაურდა და 139-ე ადგილზე აინაცვლა.

გასულ თვეში საქართველომ ორი ამხანაგური შეხვედრა მოიგო, 24 მარტს ქართველმა ფეხბურთელებმა ''მიხეილ მესხზე'' 5:0 გაანადგურეს ლიტველები, 27 მარტს კი ამავე სტადიონზე 2:0 დაამარცხეს ესტონელები.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვაისის გუნდი 26 მაისიდან საწვრთნელი პროცესის ძირითად ეტაპს ავსტრიის დაბა ბედ ჰარინგში გაივლის, 1 ივნისს ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში მალტას შეხვდება, 5 ივნისს კი მეორე ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ლუქსემბურგთან ითამაშებს.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები