Aa
Aa

''ბაიერნი'' - ''სევილია'' : მატჩის შემდგომი კომენტარები

ჩემიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ შეხვედრაში მიუნხენის “ბაიერნისა’’ და „სევილიას“ დაპირისპირება ფრედ 0:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში გერმანულმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა. მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

“მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა, “სევილიამ’’ ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი აჩვენა. რაც შეეხება ჩემს გუნდს,  ყოველთვის უმაღლეს დონეზე ვერ ითამაშებ, ეს შეუძლებელია. კმაყოფილი ვარ მატჩით, რადგან ჩვენს კარში გოლი არ გასულა.

სევილიამ მანჩესტერში ორი გოლი გაიტანა, ასე რომ ჩვენი მეტოქე ნამდვილად ძლიერი  იყო, რომელმაც ბრძოლის დიდი უნარი გამოავლინა. როდესაც მეტოქე სახიფათოდ გვიტევდა, ნერვიულობის საბაბი გვქონდა.

თქვენ ნახეთ რა მოხდა რომში, მეტოქის დაუფასებლობის უფლება არ გაქვს, ეს ჩემპიონთა ლიგაა და ყოველ მატჩში დიდი ბრძოლის გადატანა გიწევს.

გამოვარჩევდი მეორე ტაიმს, როდესაც ჩემი გუნდი პოზიციურად სწორად თამაშობდა, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსები ვერ გამოვიყენეთ

სავარაუდო მეტოქეებიდან სამივე გუნდი ბრწყინვალეა, ნებისმიერ შემთხვევაში ორი  ურთულესი შეხვედრა გველის. ვფიქრობ ჩვენ გვაქვს ტიტულის მოპოვების კარგი შანსი და რათქმაუნდა ტიტულისკენ ვისწრაფით.’’

 

მიუნხენში დასრულებული თამაშის შემდეგ “სევილიას’’ მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა თავისი გუნდის ფეხბურთელების გარჯით ამაყი იყო.

“ვფიქრობ ჩემმა გუნდმა 90 წუთის განმავლობაში კარგად ითამაშა  გოლის გატანის რამდენიმე შანსი გვქონდა, ასპროცენტიანი მომენტი არ გვქონია, თუმცა პირველ ნახევარში ანგარიშის გახსნა შეგვეძლო. შესვენების შემდეგ პაბლო სარაბიასა და ხოაკინ კორეას თავით უნდა შეეგდოთ, მაგრამ ასე არ მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, ამაყი ვარ ჩემი გუნდის თამაშით, ფეხბურთელებში ჩანდა მონდომება, რაც ადვილი არ იყო, რადგან ჩვენი მეტოქე ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი იყო. ‘‘ბაიერნს’’ ჩემპიონთა ლიგის მოგება ნამდვილად შეუძლია.

ბანეგა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რაც საპასუხო შეხვედრაში გამოჩნდა, თუმცა პირველ მატჩში მის გარეშეც კარგად ვითამაშეთ.’’

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები