Aa
Aa

"რომა" - "ბარსელონა": მატჩის შემდგომი კომეტარები

რომში მომხდარი სასწაულის შემდეგ ეუსებიო დი ფრანჩესკომ და ერნესტო ვალვერდემ მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია გამართეს და "სტადიო ოლიმპიკოზე" ისტორიული შეხვედრა შეაფასეს.

ერნესტო ვალვერდე:  „თამაშს მწვრთნელი გეგმავს და შემადგენლობასაც ის არჩევს. ამიტომ, წაგებაზე პასუხისმგებელი მე ვარ.

მომხდარს ახსნას ვერ ვუძებნი. რომაელებმა სწრაფი გოლის გატანა მოახერხეს და შემდეგ ყველაფერი მათ სასიკეთოდ მიმდინარეობდა. მასპინძლებს სტადიონზე არსებული ატმოსფეროც ხელს უწყობდათ.

აგრესიული პრესინგის შედეგად „რომამ“ გვაიძულა, რომ გრძელი გადაცემები გაგვეკეთებინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ შეტევაში გადავედით, თუმცა მალევე საკუთარ კარში პენალტი მივიღეთ. თუ, სიმართლე გაინტერესებთ ჩვენ თამაშში არცერთ მომენტში არ დავბრუნებულვართ.

ფეხბურთი ასეთია და ტკივილთან გამკლავება გიწევს ხოლმე.

უმძიმეს მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ ამ ყველაფერთან გამკლავება მოგვიწევს. ქომაგებს ბოდიშს ვუხდით. ახლა ჩემპიონატსა და თასზე უნდა მოვახდინოთ კონცენტრაცია. ჯერჯერობით არცერთი ტიტული არ გვაქვს განაღდებული“.

 

ეუსებიო დი ფრანჩსკო: „გაგიჟებული ვარ, რადგან იმ გუნდს ვწვრთნი რომელიც ყველაფერს რისკავს და ასეთი რამეების ჩადენა შეუძლია.

ისეთ ხასიათზე ვარ ახლა, რომ მომკლათ მაინც არ ვიდარდებ. ჩემმა ბიჭებმა საოცარი სამუშაო შეასრულეს.

მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ. ჩვენ ნახევარფინალში ვართ და ახლა მიზანი კიევში მოხვედრაა.

დღეს ზეიმის უფლება გვაქვს. ჩვენ, დღევანდელი მატჩისთვის საკმაოდ დიდ ხანს ვემზადებოდით. მენტალურად და ტაქტიკურად იდეალურად მოვემზადეთ და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ „ბარსელონას“ ბარიერი გადავლახეთ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები