ქომაგებმა მანუელ ნეგრეტეს გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელეს
Aa
Aa

ქომაგებმა მანუელ ნეგრეტეს გოლი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესოდ დაასახელეს

ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებისთვის მექსიკაში ჩატარებული 1986 წლის მუნდიალი მარადონას „ღმერთის ხელთან“ ასოცირდება.

ქომაგთა აზრით კი მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო გოლი სწორედ ამ ტურნირზე გავიდა.

ლეგენდარულმა არგენტინელმა ამ წელს საკუთარ ნაკრებს ჩემპიონობა მოაპოვებინა, თუმცა გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი მექსიკელი თავდამსხმელის - მანუელ ნეგრეტეს  მიერ გატანილი მაკრატელა აღმოჩნდა.

გამოკითხვა “FIFA”-ს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე 31 მარტიდან 9 აპრილამდე მიმდინარეობდა. „ფინალში“ მანუელ ნეგრეტესა და ედერის გოლები მოხვდნენ, სადაც მექსიკელმა ბრაზილიელს დაახლოებით 26000 ხმით აჯობა.

  

„ნახევარფინალში“ მექსიკელის გოლი ქომაგებმა ხამესის გოლზე წინ დააყენეს, ხოლო მეორე „ნახევარფინალში“ ჯიოვანი ვან ბრონხოსტს ედერის მიერ გატანილი გოლი არჩიეს.

  

მექსიკის ნაკრებმა ნეგრეტესა და სერვინის გოლების წყალობით ბულგარეთი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იგი დასავლეთ გერმანიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

“FIFA”-სთან საუბარში მექსიკელმა მცველმა მიგელ ლაიუნმა განაცხადა:“ ნეგრეტეს საოცარი გოლი ყველა ფეხბურთის გულშემატკივრისთვისაა ცნობილი. ესაა გოლი, რომლის შესახებაც წლების განმავლობაში საუბრობდნენ. იგი სწორედ იმ რწმენას და იმედს გამოხატავს, რომელიც გვიმტკიცებს რომ შეუძლებელი არაფერია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები