''გენტის'' სპორტული დირექტორი: ''ჩაკვეტაძესთან ერთად ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ''
Aa
Aa

''გენტის'' სპორტული დირექტორი: ''ჩაკვეტაძესთან ერთად ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ''

ბელგიური სპორტული ვებგვერდი sporza.be ''გენტის'' სპორტული დირექტორის, მიშელ  ლუვაგის ინტერვიუს აქვეყნებს. ვრცელ ინტერვიუში რესპონდენტი 18 წლის ქართველი ტალანტის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ საუბრობს. ლუვაგის თქმით გიორგი ჩაკვეტაძე გუნდში რჩება, რადგან ''გენტის'' მიზანი ყოველ სეზონში ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.

''ჩვენი მიზანია ყოველ სეზონში ტიტულებისთვის ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა ქართველი ჩვენთან რჩება, მასთან ერთად ტიტულების მოპოვება გვსურს. არ შეიძლება ყოველი სეზონის შემდეგ უარი თქვა საუკეთესო ფეხბურთელებზე. ჩვენ ვაშენებთ ახალ გუნდს, რომლის თითოეული წევრი რწმუნდება, რომ შემდეგ სეზონშიც შევძლებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. ერთადერთი გამონაკლისი მოზეს სიმონია, რომელმაც თავისი შესაძლებლობები ნათლად გამოავლინა, რთულია უარი თქვა უცხოურ კლუბზე, რომელიც გაცილებით მაღალ ხელფასს გთავაზობს. შესაძლოა მოზეს სიმონმა ზაფხულში დაგვტოვოს.''

2017 წლის ზაფხულში 18 წლის ქართველი ტალანტი თბილისის ''დინამოდან'' ''გენტში'' გადავიდა, სადებიუტო სეზონში 12 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გასულ ტურში ''ბრიუგესთან'' გამარჯვების შემდეგ მეორეადგილოსანი ''გენტი'' მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''ბრიუგეს.'' სეზონის ბოლომდე 8 ტური რჩება. ''გენტის'' მსგავსად 31 ქულა აქვს ''ანდერლეხტს.'' ბელგიის ჩემპიონი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, მეორე ადგილზე გასული კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. 

გამარჯვება ''ბრიუგესთან'' - ჩაკვეტაძის ჩემპიონობის შანსი რეალურია

ბელგიურად მომზადებული ხინკალი და აჭარული - გენტის სიუჟეტი ჩაკვეტაძეზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები