5 მნიშვნელოვანი საკითხი “სიტი“-
Aa
Aa

5 მნიშვნელოვანი საკითხი “სიტი“- "ლივერპულის" მატჩის წინ

დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე “ჩემპიონთა ლიგის” განმეორებითი შეხვედრები გაიმართება. მსოფლიოს ყურადღება ინგლისური დერბისკენაა მიმართული, სადაც „სიტი“ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში „ლივერპულს“ უმასპინძლებს.

„ქალაქელები“ სერიოზული გამოცდის წინაშე დგანან და „მერსისაიდელებთან“ სამბურთიანი სხვაობის აღმოფხვრას შეეცდებიან.

ორშაბათს ინგლისურმა გუნდებმა „ჩემპიონთა ლიგის“ წინ უკანასკნელად ივარჯიშეს, შეხვედრამდე კი გთავაზობთ 5 მნიშვნელოვან საკითხს.

„სიტი“ VS „ლივერპული“ - წინასამატჩო მიმოხილვა

"სიტი" VS "ლივერპული" - ანონსი

1) საზარდულის ტრამვა, რა საზარდულის ტრამვა?

ერთადერთი ნეგატიური მოვლენა, რაც „ლივერისთვის“ „სიტისთან“ გამართულ შეხვედრაში მოხდა მოჰამედ სალაჰის ტრამვაა. ეგვიპტელი ლივერპულულ დერბიში სათადარიგო სკამზეც არ იყო. თუმცა სალაჰმა ორშაბათს გუნდთან ერთად ივარჯიშა და ტრამვის არანაირი ნიშანი არ ეტყობოდა. მოჰამედი დიდი ალბათობით „წითლების“ შემადგენლობაში იქნება.

2) გეგმა, რომელიც ყველაფერს შეცვლის

სამბურთიანი სხვაობით განცდილი მარცხის შემდეგ გუარდიოლა იმ სპეციალისტთა კატეგორიას მიეკუთნება, რომელსაც ასეთი ჩამორჩენის აღმოფხვრა შეუძლია. ყოფილი „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ თავკაცი დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

ვარჯიშისას, გუარდიოლა ჩვეულ სტილში გამოიყურებოდა და საკუთარ თანაშემწეებთან ერთად მატჩის სავარაუდო განვითარებებს განიხილავდა. ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ესპანელ სპეციალისტს „ლივერთან“ შეხვედრისთვის სპეციალური გეგმა აქვს მომზადებული  და „მერსისაიდელებს“ ადვილი მატჩი ნამდვილად არ ელით.

.

3) მეტი კონცენტრაცია წარმატების გარანტიაა

გუნდებმა ორივე სტადიონზე მსუბუქად წაივარჯიშეს, თუმცა „სიტის“ ფეხბურთელები გაცილებით მოტივირებულები ჩანდნენ, მაგრამ შედარებით უხალისოდ გამოიყურებოდნენ.

ერთ-ერთ მომენტში სანემ უკმაყოფილება ვერ დამალა და ჟესტით საკუთარი სასოწარკვეთილება გამოხატა.

გერმანელი პირველ შეხვედრაში ალექსანდრ-არნოლდმა მოედნიდან „გააქრო“ და მეორე მატჩში საკუთარი ვარსკლავური სტატუსის დამტკიცებას შეეცდება.

სავარაუდოდ სანე ზედიზედ ორ შეხვედრას არ ჩააგდებს და „ლივერპულთან“ განმეორებით მატჩში გაიბრწყენს.

4) მწვრთნელთა მორიგი დუელი

გერმანელმა სპეციალისტმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ესპანელი დაუმარცხებელი არაა და მის წინააღმდეგ ბრძოლა ნამდვილად შეიძლება.

წლევანდელ სეზონში საკმაოდ ბევრმა კლუბმა დააფასა გუარდიოლას გუნდი მხოლოდ და მხოლოდ მისი სტატუსის გამო და უფლება მისცა საკუთარი თამაშით წაეყვანა მატჩი. თუმცა "ლივერპულთან" ყველაფერი სხვანაირად მოხდა, კლოპმა „ქალაქელებს“ არაფერი დაუთმო და შარშანდელი ლონდონის „ჩელსი“ მოგვაგონა, რომელმაც "პრემიერ ლიგის" ეგიდით„სიტის“ ორივე შეხვედრა მოუგო.

განმეორებითი შეხვედრის შედეგის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, სწორედ მწვრთნელთა დაპირისპირება იქნება.

5) „ლივერპულმა“ „მელვუდის“ ბაზაზე ივარჯიშა

„მერსისაიდელებმა“, მანჩესტერში ვარჯიშის ნაცვლად „ჩემპიონთა ლიგის“ მატჩის წინ ლივერპულში დარჩენა ამჯობინეს და „მელვუდის“ ბაზაზე ივარჯიშეს.

იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ სიტუაციაზე ისაუბრა და განაცხადა:“სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამება ის ინფორმაცია, თითქოს ჩვენ მანჩესტერში ვარჯიში აღარ შეგვიძლია. „სიტის“ სტადიონზე სავარჯიშოდ, ხელმძღვანელები ადრე უნდა გაგვეფრთხილებინა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არ გაგვიკეთებია „მანჩესტერელებმა“ „ბერის“ სავარჯიშო სტადიონი გამოგვიყვეს, თუმცა გეგმები უკვე შედგენილი გვქონდა და რადგან „მელვუდში“ ყველაფერი იდეალურადაა მოწყობილი, აქ დარჩენა გადავწყვიტეთ". 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები