გიორგი მაისურაძე
Aa
Aa

ბრწყინვალე გარღვევა და საგოლე პასი | მაისურაძის გუნდი კონფერენს ლიგაზე ითამაშებს

უკრაინის პრემიერლიგის 2025-26 წლების სეზონის ბოლო ტურში პოლისიამ, რომლის ღირსებას ქართველი მარჯვენა მცველი გიორგი მაისურაძე იცავს, შინ ლვოვის რუხს 2:0 მოუგო. ამ გამარჯვების შემდეგ პოლისიამ კიევის დინამოს გაასწრო, 59 ქულით მესამე ადგილზე გავიდა და შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს. პოლისიას შოთა ნონიკაშვილის ჩერკასიმ 1 ქულით გაასწრო, ჩემპიონმა შახტარმა - 13 ქულით.

ლვოვის რუხთან მოგებულ მატჩში გიორგი მაისურაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, შესვენების შემდეგ თამაშში ჩაერთო, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 82-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე იაქტიურა, მეტოქის ორ ფეხბურთელს გასცდა და თანაგუნდელს გაატანინა.

სეზონის პირველ ნახევარში პოლისიას მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანი მაისურაძეს არ ენდობოდა, თუმცა ზამთრის შეკრების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, სეზონის მეორე ნახევარში ჩემპიონატში 14-დან 11 მატჩში ათამაშა, 11-დან 7-ში 45 წუთი ან მეტი დრო გაატარა მინდორზე, მის აქტივში გოლი და საგოლე პასია.

მაისურაძე, რომელმაც 2025 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა და პოლონეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ მიუწვევიათ, თუმცა მარჯვენა მცველის პოზიცია საკმაოდ პრობლემურია და ვილი სანიოლის მხრიდან მისი საქმეში ნახვა ლოგიკური იქნებოდა, 24 წლის მცველი ყურადღებას იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგაზე იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგაზე იბერია 1999-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია