გამარჯვება ''ბრიუგესთან'' - ჩაკვეტაძის ჩემპიონობის შანსი რეალურია
Aa
Aa

გამარჯვება ''ბრიუგესთან'' - ჩაკვეტაძის ჩემპიონობის შანსი რეალურია

ბელგიის ელიტარული საფეხბურთო გათამაშების საუკეთესო ექვსეულში  ''ანდერლეხტთან'' გამარჯვების შემდეგ ''გენტმა'' შინ 1:0 დაამარცხა ''ბრიუგე.'' გამარჯვების გოლი მეორე წუთზე 20 წლის ნიგერიელმა სამუელ კალუმ შეაგდო.

მასპინძელთა შორის გიორგი ჩაკვეტაძე თადარიგში იყო, ქართველი ტალანტი 63-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატის 12 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

ამ გამარჯვების შემდეგ მეორეადგილოსანი ''გენტი'' მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''ბრიუგეს.'' სეზონის ბოლომდე 8 ტური რჩება. ''გენტის'' მსგავსად 31 ქულა აქვს ''ანდერლეხტს.'' ბელგიის ჩემპიონი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, მეორე ადგილზე გასული კი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს.

''გენტი'' შემდეგი ტურის შეხვედრას 14 აპრილს სტუმრად ლიეჟის ''სტანდარდთან'' გამართავს.

ბელგიურად მომზადებული ხინკალი და აჭარული - გენტის სიუჟეტი ჩაკვეტაძეზე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები