Aa
Aa

პოლოლიკაშვილმა მესის WTO-ს საპატიო ელჩის სიგელი გადასცა

არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საპატიო ელჩი გახდა, მას შესაბამისი სიგელი ლა ლიგის გასულ ტურში ''ბარსელონა'' - ''ლეგანესის'' მატჩის დასრულების შემდეგ ''ნოუ კამპზე'' გადასცა ზურაბ პოლილიკაშვილმა, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (WTO) ოფიციალური ვებგვერდი ლიონელ მესის კომენტარს ავრცელებს: ''მოგზაურობისას გავიცანი უამრავი კულტურა და საზოგადოება, ვნახე მსოფლიოს უამრავი ადგილი, რაც დიდი სიმდიდრეა.  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია გაეროს განსაკუთრებული ორგანოა, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას, ბედნიერი ვარ მიღებული სიგელით.''

ზურაბ პოლოლიკაშვილი 2006-09 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ესპანეთში. მან ლეოს მესის შესახებ ისაუბრა: ''მესი უნიკალური სპორტსმენია, ის იდეალური მაგალითია იმისა, რომ ნებისყოფასა და მუდმივ შრომას მოაქვს კარგი შედეგები. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციისთვის მესისთან თანამშრომლობა დიდი პატივია.''

წარსულში ანალოგიური სიგელი ასევე გადაეცათ ფერნანდო იეროსა და ვისენტე დელ ბოსკეს.

პოლოლიკაშვილი თბილისის ''დინამოს'' ყოფილი გენერალური დირექტორია, ასევე იკავებდა ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. მშობლიური ენის გარდა რუსულ, ფრანგულ, პოლონურ, იაპონურ, ინგლისურ და ესპანურ ენებს ფლობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები