Aa
Aa

ქვილითაიამ შანსი გამოიყენა - მეშვიდე გოლი ბუნდესლიგაში

ავსტრიის ბუნდესლიგის 29-ე ტურში ვენის ''რაპიდმა'' საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა აუტსაიდერი ''სტ. პოლტენი.'' ანგარიში მე-6 წუთზე გახსნეს მასპინძლებმა, სტუმართა საჯარიმოში შეჭრილი გიორგი ქვილითაიას წინააღმდეგ თამაშის წესი მეკარემ დაარღვია, ქართველმა ფორვარდმა პენალტი ზუსტად დაარტყა და მიმდინარე სეზონში მორიგი გოლი გაიტანა. 24 წლის ქართველმა ფორვარდმა 90 წუთი ითამაშა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში მეშვიდე გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო სამ შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო.

29 ტურის შემდეგ ავსტრიის ათგუნდიან ბუნდესლიგაში ''რაპიდი'' 49 ქულით მესამე ადგილზეა, 8 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან გრაცის ''შტურმს.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები