Aa
Aa

''ჯანო უფრო ძლიერი დაბრუნდება'' - ანანიძემ სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო

მოსკოვის ''სპარტაკის'' ქართველი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე რომში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ იტალიის დედაქალაქში რჩება, სარეაბილიტაციო კურსის საწყის ეტაპს ანანიძე რომში გაივლის. მოსკოვის ''სპარტაკის'' პრესსამსახური ქართველი ფეხბურთელის შესახებ ვიდეოს ავრცელებს შემდეგი მინაწერით: ''პირველი ნაბიჯების გადადგმა არ არის ადვილი, მაგრამ ჯანო დაძლევს სირთულეებს და უფრო ძლიერი დაბრუნდება.''

ჯანო ანანიძემ ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ლიტვასთან ამხანაგურ მატჩში მიიღო ტრავმა,  შემდეგ იტალიაში გაემგზავრა და კლინიკა ''ვილა სტიუარტში'' ოპერაცია ჩაუტარდა.  ოპერაციას იტალიელი ექიმი პიერე-პაოლო მარიანი უძღვებოდა. 

შეგახსენებთ, 2017 წლის 23 სექტემბერს პრემიერ ლიგაში ''სპარტაკისა'' და ''ანჟის'' დაპირისპირება ფრედ 2:2 დასრულდა. ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა, თუმცა მოედანი ტრავმის გამო 36-ე წუთზე დატოვა, ჯანომ ტრავმის გამო  დატოვა. ჯანო მოედანს 4 მარტს დაუბრუნდა, მოსკოვის ''ლოკომოტივთან'' მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. ტრავმის შემდეგ მეორე მატჩი ეროვნულ გუნდში ლიტვასთან ჩაატარა, თუმცა მე-11 წუთზე შეცვალეს,  მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაუზიანდა და მისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები