Aa
Aa

"მეორედ არც დავფიქრებულვარ...შეტევაში თამაში მონატრებული მქონდა"

ლონდონის „არსენალის“ სომეხმა ლეგიონერმა ჰენრიხ მხითარიანმა ევროპა ლიგაზე „ცსკა“-სთან მატჩის წინ, „მეთოფეებში“ თავის ტრანსფერზე ისაუბრა და საინტერესო დეტალები გაასაჯაროვა.

„როდესაც გავიგე, რომ „არსენალი“ და „მანჩესტერი“ ჩემს გაცვლაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავდნენ, იმწამსვე ვთქვი, რომ დიახ - მეს ეს მინდოდა.

მეორედ არც დავფიქრებულვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ შემტევი სტილის გუნდში ვითამაშო.

უკეთეს სტარტზე ვერც კი ვიოცნებებდი. შეტევაში თამაში მონატრებული მქონდა.

„არსენალს“ იმიტომ შევუერთდი, რომ ჩემი დამატება ვენგერს სურდა. მას სანჩესის შემცვლელის ყიდვა არ უნდოდა.

მე და ალექსისი განსხვავებული სტილის მოთამაშეები ვართ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდისთვის ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი დავდო.

მინდა, რომ „არსენალის“ ისტორიაში დავრჩე. კედელზე ლეგენდების გვერდით ჩემი გვარის ხილვა მსურს.

მსურს გოლების გატანა, საგოლე გადაცემების გაკეთება და ტიტულების მოგება, რომ ქომაგები გავაბედნიერო“.

შეგახსენებთ, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას „არსენალმა“ და „მანჩესტერმა“ ალექსის სანჩესი და ჰენრიხ მხითარიანი ყოველგვარი თანხის გარეშე ერთმანეთში გაცვალეს.

ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუ რომელმა გუნდმა იხეირა უფრო მეტად. ყველაფერს დრო გვაჩვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები