კანუ პრეზიდენტობას და ეკონომიკურ რეფორმებს გეგმავს
Aa
Aa

კანუ პრეზიდენტობას და ეკონომიკურ რეფორმებს გეგმავს

ლეგენდარული ნიგერიელი ფეხბურთელი ნვანკვო კანუ 2019 წლის ნიგერიის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.  1995 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, რომელმაც 2012 წელს “პორტსმუნთში’’ დაასრულა კარიერა, არ დაუფარავას ინტერესი პოლიტიკისადმი. vanguardngr.com-ზე ვკითხულობთ აფრიკელი ფეხბურთელის კომენტარს, კანუს განცხადებით მისი მიზანია ნიგერიაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარება, რეფორმების გატარება. ამჟამად ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამადუ ბუჰარია, რომელსაც 2019 წელს მანდატის ვადა ეწურება.

“მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ სამშობლოში დავამარცხო კორუფცია, გავატარო რეფორმები და შევცვალო ბევრი რამ ნიგერიაში. თუ ამირჩევთ, გპირდებით ქვეყანა განვითარების გზას დაადგება. დღეს მსოფლიოში ნიგერიას აღიქვამენ, როგორც კორუფციის სახლს, თუმცა ჯორჯ ვეას მაგალითით ოცნება ძალიან რეალური მეჩვენება, წარმოუდგენელი არაა არჩევნებში მოსახლეობამ მე დამიჭიროს მხარი, იმედი მაქვს მიზანს მივაღწევ.’’

41 წლის კანუს ამსტერდამის “აიაქსის,’’ მილანის “ინტერის,’’ “არსენალის,’’ “ვესტ ბრომვიჩისა’’ და “პორტსმუნთის’’ შემადგენლობაში უთამაშია. 1995 წელს ჰოლანდიურ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, 1998 წელს “ინტერის’’ შემადგენლობაში უეფას თასის ფინალში გაიმარჯვა. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი ლონდონის “არსენალში’’ გაატარა და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

ინგლისის პრემიერლიგაში კანუმ 273 მატჩი ჩაატარა, 54 გოლი შეაგდო და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. 1996 წლის ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი პრემიერლიგაში “მეთოფეთა’’ გარდა “ვესტ ბრომვიჩისა’’ და “პორტსმუნთის’’ მოთამაშე იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები