Aa
Aa

"კონტრაქტს ხელს ადგილზევე მოვაწერდი, მაგრამ..." - რობენისა და ფერგიუსონის უცნობი ისტორია

მიუნხენის „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა ათიანმა არიენ რობენმა FourFourTwo-სთან საუბრისას თავისი კარიერის საწყისი წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სერ ალექს ფერგიუსონთან ერთად ისადილა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს იყო.

„მანჩესტერში სადილობისას ფერგიუსონთან ფეხბურთსა და ცხოვრებაზე საკმაოდ კარგი საუბარი მქონდა. დავათვალიერე გუნდის ბაზა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა როდესაც ჰოლანდიაში დავბრუნდი სიტუაცია შეიცვალა. რეალურად, კონტაქტი აღარ  ყოფილა. გარიგება არ შედგა.

პარალელურად „პსვ“ მოლაპრაკებებს „ჩელსისთანაც“ მართავდა და როგორც ჩანს, ლონდონელებმა მათ მეტი თანხა შესთავაზეს. ზუსტად ვერ გეტყვით.

„ჩელსის“ წარმომადგენლებს ვესაუბრე და მათი პირობები მომეწონა. ჩვენ, მხოლოდ ერთი შეხვედრა გვქონდა და ყველაფერმა სწრაფად და იდელაურად ჩაიარა.

ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, რომ მანჩესტერელებს ჩემთვის შეთავაზება გაეკეთებინათ, კონტრაქტს ხელს ადგილზევე მოვაწერდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და მე ამას ნამდვილად არ ვნანობ“.

2004 წელს რობენი „ჩელსის“ შეუერთდა და „არისტოკრატთა“ რიგებში 2007 წლამდე დარჩა. შემდეგ, ჰოლანდიელმა გარემარბმა მადრიდის „რეალს“ მიაშურა სადაც 2 სეზონი დაჰყო.

2009 წელს რობენი მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებს შეუერთდა და დღემდე მის ღირსებას იცავს.

34 წლის რობენს კარიერაში სულ 578 მატჩი აქვს ჩატარებული. მისი მონაგარი ასეთია - 202 გოლი და 157 საგოლე გადაცემა.

არიენ რობენი დაუვიწყარი გოლი "მანჩესტერის" კარში

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები