რონალდუს მორიგი რეკორდი
Aa
Aa

რონალდუს მორიგი რეკორდი "ჩემპიონთა ლიგაზე"

საფეხბურთო კლუბ მადრიდის ''რეალის'' ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა, პორტუგალიელი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც "ჩემპიონთა ლიგის" ზედიზედ მეათე მატჩში გაიტანა.

2016-17 წლების სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მადრიდის ''რეალის'' ტრიუმფით დასრულდა, ფინალში ''იუვენტუსის'' კარში რონალდუმ ორი გოლი შეაგდო, კარდიფში გამართული შეხვედრიდან მოყოლებული კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგის ყველა მატჩში გაიტანა გოლი. 10 შეხვედრიდან ექვს შეხვედრაში დუბლი შეასრულა, ოთხ შეხვედრაში კი 1 გოლი შეაგდო.

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა კრიშტიანუ რონალდუს მიერ საკლუბო დონეზე დამყარებული ყველა რეკორდი გაიხსენა.

რონალდუს რეკორდები

ყველაზე მეტი გოლი უეფას საკლუბო ტურნირებში: 122

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე: 119

ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში: 17 (2013/14)

ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული (რეკორდი ასევე ეკუთვნით ლიონელ მესის, ხავის, ანდრეს ინიესტასა და კლარენს ზეედორფს).

რონალდუ ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის სამ ფინალში გაიტანა გოლი. ასევე ერთადერთია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ექვსივე შეხვედრაში გაიტანა გოლი. 

რონალდუ მადრიდის ''რეალის'' ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: 445 გოლი.

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლურ გუნდში სამჯერ მოხვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია (2004, 2007, 20017)

ოქროს ბუცის ოთხგზის გამარჯვებული ლიონელ მესისთან ერთად.

ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ხუთჯერ გახდა, ამდენჯერვე მოიპოვა ეს ტიტული ლიონელ მესიმ.

უეფას ეგიდით გამართულ ყველა ტურნირში, როგორც ქალა და მამაკაც ფეხბურთელებს შორის, ასევე უეფას ეგიდით ჩატარებულ სამოყვარულო გათამაშებებს შორის რონალდუ საუკეთესო ბომბარდირია 157 გოლით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები