Aa
Aa

"სევილია" - "ბაიერნი": მატჩის შემდგომი კომენტარები

"სევილიასა" და "ბაიერნს" შორის "სანჩეს პისხუანზე" გამართულმა დაპირისპირებამ, შეიძლება ითქვას რომ ყველაფერი გადაწყვიტა.

მატჩის შემდეგ ვინჩენცო მონტელამ და იუპ ჰაინკესმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

ვინჩენცო მონტელა: „არ გაგვიმართლა. ჩვენ ძალიან ძლიერი „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით. პირველ ტაიმში შესანიშნავად ვითამაშეთ და ვდომინირებდით. მათ დაცვას დიდი პრობლემები შევუქმენით.

სამარცხვინოა, მაგრამ ფაქტია, რომ უკვე ნახევარფინალში გასვლის ძალიან მცირე შანსი გვაქვს.

პირველი გოლის დროს არ გაგვიმართლა, მაგრამ მეორე ჩვენი ბრალი იყო. შესვენების შემდეგ დაღლა დაგვეტყო. ეს ნორმალურია, რადგან პირველ ნახევარში დიდი ენერგია დავხარჯეთ.

უნდა ვთქვა, რომ  გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ბოლომდე ვიბრძოდით და არ დავნებებულვართ.

შევეცდებით, რომ მიუნხენში ჩვენთვის სასარგებლო შედეგი დავაფიქსიროთ. ეს რთული იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი“.

იუპ ჰაინკესი: „90 წუთის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვნახეთ ორი რთული და მებრძოლი გუნდი. „სევილიამ“ პირველ ნახევარში თავისი კლასი აჩვენა. ისინი კარგ ფორმაში იმყოფებიან.

შესვენების შემდეგ ჩვენ ვდომინირებდით. პოზიციურად კარგად გამოვიყურებოდით.

პირველ ტაიმში ნახევარდაცვა რიტმს ჩამორჩებოდა. ხამესის შემოსვლის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდა. მასთან ერთად ბევრად უფრო აგრესიულები გავხდით. ჩვენი თამაში უფრო ლაღი გახდა.

ხამესის თადარიგში დატოვების მიზეზი მარტივია. მან სანაკრებო პაუზის დროს ორი შეხვედრა ჩაატარა, შემდეგ ითამაშა „დორტმუნდთან“ და დღეს მისი დასვენება გადავწყვიტე. ჩვენი გეგმა ასეთი იყო.

სტუმრად ორი ბურთის გატანა ყოველთვის კარგია. უკვე უპირატესობა გვაქვს, მაგრამ „სევილია“ კარგი გუნდია და მიუნხენში დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ“.

ასევე იხილეთ - მატჩის ვიდეო მიმოხილვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები