Aa
Aa

"მანჩესტერის" სამწვრთნელო შტაბში ცვლილებებია

„სუონსისთან“ მატჩში „იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბი საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა. მოურინიოს ასისტენტთა შორის ინგლისელი ფეხბურთელი - მაიკლ კერიკი და პორტუგალიელის შვილი - ჯოზე მარიო იყვნენ.

ჯოზე ჟუნიორმა საფეხბურთო კარიერა „ფულემის“ აკადემიაში დაიწყო, თუმცა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდმა და ფეხბურთელმა ურთიერთობა გაწყვიტეს. მოურინიოს ლონდონში და მადრიდში ყოფნისას მისი შვილი „ჩელსისა“ და „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა, თუმცა რეალური წარმატებისთვის არსად მიუღწევია.

„იუნაიტედის“ თავკაცმა შარშან პორტუგალიაში გასულ დოკუმენტურ ფილმში, შვილი შეაქო და აღნიშნა, რომ მისი შვილი სავსებით შესაძლებელია „წითელი ეშმაკების“ სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდეს.

„ერთ დღეს, წარუმატებელი სერიის შემდეგ იგი ჩემთან მატჩების ანალიზით მოვიდა, რომლებიც  საკმაოდ სიღრმისეულად და პროფესიონალურად იყო გაკეთებული. „უოტფორდთან“ და „სიტისთან“ წაგებული შეხვედრების შემდეგ კი მისი ტაქტიკური განხილვა, რომ ვნახე ჩემს თანაშემწეებს ვუთხარი: ფრთხილად იყავით, ეს ბიჭი ერთ დღეს აუცილებლად ჩაანაცვლებს ერთ-ერთ თქვენგანს“.

„სიმართლე გითხრათ, იგი ჩემს თავს მახსენებს, მაგრამ 16 წლის (მოუს შვილი ახლა 18-ისაა) ბიჭის კვალობაზე იგი ჩემზე გაცილებით ნიჭიერია“.

„სუონსისთან“ ჟოზეს შვილის „დებიუტი“ წარმატებული გამოდგა, „იუნაიტედმა“ ლუკაკუსა და სანჩესის გოლებით შეხვედრა 2-0 მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები