ლაშა დვალის საგოლე გადაცემა პოლონეთში
Aa
Aa

ლაშა დვალის საგოლე გადაცემა პოლონეთში

პოლონეთის ექსტრაკლასას 29-ე ტურში ''პოგონმა'' საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა ვროცლავის ''შლიონსკი.'' გამარჯვებულთა მეორე გოლისას საგოლე პასი ქართველმა მცველმა ლაშა დვალმა შეასრულა, 22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა. პოლონეთის ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში ''პოგონი'' 31 ქულით მე-11 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასაში კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, პლოცკის ''ვისლამ'' საკუთარ კედლებში მინიმალური სხვაობით დაამარცხა ''პიასტი.'' გამარჯვებულთა სასტარტო თერთმეტეულში გიორგი მერებაშვილმა ითამაშა, რომელიც 83-ე წუთზე შეცვალეს, ოთხ წუთში კი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა გამარჯვების გოლი შეაგდო. ''ვისლა'' 46 ქულით მეხუთე ადგილზეა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება, ევროპა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები